მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ღონისძიება მიმდინარეობდა თავისუფალი საღამოს ფორმატში. მას ამრავალფეროვნებდა სხვადასხვა საკონკურსო ნომრები, აგრეთვე ულამაზესი სიმღერები და ცეკვები ნიჭიერი შემსრულებლებით. საკონკურსო ნომრებში დიდი აქტიურობით ჩაერთნენ როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები.
„ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები. მადლობას ვუხდით ჩვენს მეუფე მელქისედეკს ხელშეწყობისთვის და გვერდში დგომისთვის, რადგან გიმნაზიის ცხოვრება გიმნაზიელებისთვის მეტად აქტიური და მოტივირებული გახდა. ამასთანავე, მადლობა ჩვენი გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორს - დეკანოზ პავლე (ცერცვაძე) და გიმნაზიის მოძღვარს დეკანოზ თომას (ლაცაბიძე) მხარდაჭერისთვის. ამ ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მეტი კომუნიკაცია, სითბო და სიყვარული, და რაც მთავარია, ერთიანობა და გვერდში დგომა ერთმანეთის. ჩვენ ერთიანი ძალებით შევძელით, რომ ეს ულამაზესი და სიყვარულით სავსე საღამო ერთად გაგვეტარებინა“,-ნათქვამია წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიება ჩატარდა მე-7 კლასის მოსწავლეებისა და მათი მშობლების მონაწილეობით
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა