მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N106 საჯარო სკოლაში საქველმოქმედო აქციები, ტრადიციულად, ყოველ წელს ეწყობა. სკოლის დიდი სურვილია, რომ საქველმოქმედო ღონისძიებები სხვა სკოლებშიც ხშირად ჩატარდეს.
გთავაზობთ სკოლის წარმომადგენლის სტატიას:
„ამ სტატიაში მინდა მოგიყვეთ თბილისის N106 საჯარო სკოლაში არსებული და უკვე ტრადიციად ქცეული აქტივობის შესახებ, რომლის მიზანიც უანგაროდ სიკეთის კეთებაა.
„გავუთბოთ ერთმანეთს გულები“, აღმოვუჩინოთ თანადგომა და ვიზრუნოთ ერთმამეთზე, ვაჩუქოთ ბედნიერი ღიმილი და ვაგრძნობინოთ, რომ ისინი მარტო არ არიან გაჭირვების ჟამს, სწორედ ამ ყველაფრის მატარებელია ის საქველმოქმედო აქცია, რაც უკვე მესამე წელია სკოლის კედლებში, სასკოლო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევითა და მონდომებით ხორციელდება. იდეის ავტორია სკოლის ხელმძღვანელი, ბატონი თენგიზ გულორდავა, რომელმაც თავისი გუნდისგან იდეის გაზიარებისთანავე ერთობლივი თამადგომა მიიღო და მალე ქმედებით დადასტურდა ეს ყველაფერი.
სკოლა ის დაწესებულებაა, რომელიც ყველაზე უფრო მეტად უნდა ისწრაფვოდეს სიკეთისაკენ. ის ხომ თაობას ზრდის, რომლის იმედადაცაა ჩვენი ქვეყანა. სადაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია თვალსაჩინოდ ხორციელდებოდეს ისეთი ქმედებები, რაც კარგი მაგალითი და მოტივატორი იქნება თანამედროვე თაობისთვის. საკუთარი საქციელით სხვებისთვის მაგალითის მიცემა და ადამიანების მიმართ კეთილგანწყობის გამოჩენა, სკოლის თანმდევი უნდა იყოს.
არსებობს ასეთი გაგება „ლიდერი-მსახური“ - ეს კონცეფცია განმარტებულია, როგორც „ფილოსოფია და მთელი რიგი მეთოდები, რომლებიც ადამიანთა ცხოვრებას ამდიდრებს, უკეთეს ორგანიზაციებს ქმნის და საბოლოოდ გაცილებით სამართლიანსა და მზრუნველ სამყაროს აშენებს“ დავესესხები ამ კონცეფციის განმარტებას - ყველაზე კარგია ლიდერი მაშინ, როდესაც მისი არსებობა არ ჩანს და როცა მისია შესრულებულია, საქმე გაკეთებულია, ჯგუფის ყველა წევრი იტყვის, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ."დიახ, ეს ჩვენ ერთად გავაკეთეთ, ერთად შევძელით და ჩვენს სკოლას სწორედ ასეთი ლიდერი უდგას სათავეში.
ზრუნვა და მხარდაჭერა...სიყვარული და თანადგომა... როცა სანუგეშო სიტყვა და ქმედება ერთიანდება, როცა ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება ამჩნევს და გულთან მიაქვს მათ გვერდით მყოფი ადამიანების საფიქრალი, როცა ერთიანდება და ავლენს უანგარო ქმედებას, მაშინ ფერადდება სამყარო და ღიმილით ივსება ყვეეელაფერი.
მიხარია, ასეთ ღიმილიან გარემოში რომ მიწევს მუშაობა.
43 თანასკოლელის ოჯახი და ის მოხუცები, რომლებსაც საზოგადოებისგან ზრუნვა სჭირდებათ გავახარეთ ჩვენი ერთობლივი თანადგომით. ჩვენმა ხელმძღვანელმა შეძლო მთელი სკოლის საზოგადოებისთვის გადაედო თავისი უძლიერესი სულისკვეთება და გაგვაერთიანა!
თენგიზ გულორდავა მისაბაძი ხელმძღვანელია!
გთავაზობთ მცირე სიუჟეტიან ვიდეო ჩანაწერსაც, თუ რას ფიქრობენ ამ აქტივობის შესახებ მეოთხეკლასელები.
ასევე ფოტო მასალას, რომელზეც ასახულია ერთობლივად შეგროვებული პროდუქტი და პროცესი, თუ როგორ ნაწილდება თანაბრად მოხალისე მშობლებისა და მოსწავლეების მიერ და მზადდება გადასაცემად.
სიკეთე ხომ გადამდებია.
ჩვენს გარშემო არსებული სამყარო უფრო გაფერადდება და შვებით სავსე ღიმილით აივსება, თუ მსგავსი აქტივობებით სხვა სკოლებიც გააქტიურდებიან.
ამ სტატიის მიზანიც სწორედ ესაა“.
იხილეთ ფოტო და ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...