მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N3 საჯარო სკოლასთან ერთად საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულმა საქველმოქმედო ფონდმა „ლაზარემ“ საინტერესო პროექტი განახორციელა (პროექტის ხელმძღვანელი ნინი კობახიძე).
პროქტის სახელწოდებაა: „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“. მიზანი - ხელი შეუწყოს საქართველოს ახალგაზრდებში მშვიდობის მშენებლობას სამშვიდობო სულისკვეთების გაღვივების საშუალებით.
„ჩვენი მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი ტრენინგში .
კონფლიქტის თემა , ზოგადად, სენსიტიურია და იგი განსაკუთრებით მტკივნეულია ჩვენთვის, ვინც ოკუპაციის შედეგები საკუთარ თავზე გამოვცადეთ .
პროქტის ბოლო ეტაპზე შეირჩა ორი მოსწავლე (ნინო თადიაშვილი და ნელი იმნაძე), რომლებმაც დაგეგმეს ღონისძიების მოწყობა. ის მომზადდა და განხორციელდა მოპოვებული 1000 ლარიანი გრანტის ფარგლებში ოკუპირებული ახალგორის მიმდებარე სოფელ ოძისის სკოლასთან ერთად.
ღონისძიების სახელწოდებაა - „ნუ ესვრით თეთრ მტრედებს“, მიზანი - მოსწავლეებში მშვიდობისმოყვარე და ტოლერანტი მოქალაქის აღზრდის ხელშეწყობა.
ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა, პროექტის დასასრულს კი ორივე სკოლის მონაწილე 25 მოსწავლე და მასწავლებლები (ნინო დოლიშვილი და მაია ფოთოლაშვილი) მიიწვიეს ბიზნეს სერვის ტერმინალში სადაც გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი ( ხელმძღვანელი ნინო კალანდარიშვილი).
პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა ყველა აქტივობით დაადასტურეს, რომ მათ სურთ მშვიდობიანი თანაცხოვრება ოს და აფხაზ თანატოლებთან ერთად, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და იგი მათი წრფელი გულებიდან და სუფთა ხელებიდან იწყება.
ფორუმის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა მიიღეს სერტიფიკატები.
წეროვნის N3 საჯარო სკოლა მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს და მხარდამჭერ ფონდ „ლაზარეს“, რომელიც უკვე არაერთხელ გახდა ინიციატორი ჩენი სკოლის სხვადასხვა პროექტებში ჩართვისა“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა