მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის ეზოში საახალწლო ზეიმი ჩატარდა. სკოლაში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ეზოში დიდ ნაძვის ხეს დგამენ. საახალწლო ღონისძიებას სკოლის ყველა წევრი ესწრება, მოსწავლეები ქართულად და აზერბაიჯანულად ამბობენ ლექსებსა და სიმღერებს.
„მეკვლემ შემოუარა გარს ნაძვის ხეს. თოვლის დედოფალიც გამოჩნდა. ყველა ცდილობს სიხარული და სიმშვიდე დაიბედოს. მაინც საპატიო სტუმრად მეკვლე ითვლება. პირველი ადამიანი, რომელიც სტუმრობს ოჯახს ეს ხომ მეკვლეა?! თქმულების თანახმად, მეკვლეს დიდი მნიშვნელობა აქვს. მასპინძელი იბედებს ბედნიერებას და აღნიშნავს ახალ წელს.
ქვემო ქართლი საქართველოს სხვა კუთხეებისგან თავისი სამზარეულოთი გამოირჩევა. მეკვლის მოსვლამდე ოჯახის უფროსი ხორაგით სავსე ხონჩით სამჯერ წაღმა შემოუვლის სახლს და უფალს გამრავლებს, ჯანმრთელობას, ხვავსა და ბარაქას შესთხოვს.
„ახალი წლის საღამოა,
ქარი ქრის და ფიფქი ცვივა
თოვლის საბანს რომ იხურავ
ნაძვის ხეო არა გცივა?
-არა მცივა, პატარებო,
მე ღიმილი თქვენი მათბობს,
დ გისურვებთ რომ თქვენს გულში
არასდრის არ დაიზამთროს.“-წერია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა