მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდენელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, ცალკეულ რეგიონებში მცირე ნალექს უნდა ველოდოთ, თბილისის გარეუბნებში კი თოვლჭყაპიც მოსალოდენლია, თუმცა ჰაერის ტეპერატურა კვლავ საკმაოდ მაღალი იქნება.
„3-4 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.
5-7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს რაიონში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ქ. თბილისში ამაღამ და ხვალ, 4 იანვარს, დილის საათებში მცირე ნალექია მოსალოდნელი, ქალაქის გარეუბნებში კი შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს. 5-7 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება“,- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს