მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ბრძანებით, არასრულწლოვანთა რეფერირების წესი დამტკიცდა.
როგორც საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ, არასრულწლოვანთა რეფერირების წესის მიზანია რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების სოციალიზაცია, რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, დანაშაულის პრევენცია ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის გზით.
წესი განსაზღვრავს რეფერირების პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულების კოორდინირებულად მუშაობის პრინციპებს, პროცედურებსა და უფლებამოსილებებს.
დადგენილებით, არასრულწლოვანთა რეფერირების ეტაპები გულისხმობს:
ა) რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებასა და მის შესახებ ინფორმაციის ცენტრისთვის მიწოდებას;
ბ) არასრულწლოვნის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას;
გ) არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვას ან/და გადამისამართებას;
დ) ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფასა და განვითარებას;
ე) არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში არასრულწლოვნის მონაწილეობის მონიტორინგის და არასრულწლოვნის მდგომარეობაზე ზედამხედველობის განხორციელებას;
ვ) შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ მონიტორინგის განხორციელებას;
ზ) უკიდურეს შემთხვევაში, არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნას.
დადგენილება 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა.
არასრულწლოვანთა რეფერირების წესის სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს