მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020 წელი პიროტექნიკით დაზიანების მაღალი მაჩვენებლით დაიწყო, თუმცა მხოლოდ ე.წ. პეტარდები რომ არაა მსგავსი უბედური შემთხვევების მიზეზი, ფაქტია. ხეჩინაშვილის კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე Etaloni.ge-ს უმხელს, რომ დამწვრობის ცენტრს პაციენტები, სამწუხაროდ, არც ახალ წლამდე და არც მას შემდეგ აკლია, ყოველგვარი ასაფეთქებლების გარეშეც.
რა იწვევს დამწვრობისა და ტრავმიანობის ასეთ მაღალ მაჩვენებელს? - ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. როგორც გუგა ქაშიბაძე განმარტავს, ძირითადად, ბავშვები ტრავმას იღებენ საჭმლის ნახარშის, ცხელი წყლის, ჩაისა და ყავის გადასხმის, ხოლო მოზრდილები გაზის აფეთქების შედეგად, ბენზინის, ნავთობპროდუქტების აალებით და ა.შ.
„პაციენტის სიმცირეს, სამწუხაროდ, არ ვუჩივით; თერმული დაზიანება სერიოზული ტრავმაა და თან ისეთი, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. სახლში რომ გაშიშვლებული ელექტროსადენები არ უნდა იყოს ან დედამ, სანამ ბავშვს აბანავებს, წყლის ტემპერატურა რომ უნდა შეამოწმოს, ან ასანთით რომ არ უნდა შემოწმდეს ბენზინის დონე ავზში, ეს ხომ ელემენტარულია?!“ - ამბობს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი.
გუგა ქაშიბაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს გაზის გამათბობლისგან მიღებულ დამწვრობაზე - „ბოლო დროს, გაზის გამათბობლებს დამცავ პანელს ხსნიან, ჰგონიათ - ასე უკეთ გაათბობენ ოთახს, არადა ხუფი იმისთვისაა, ეკრანმა არ დაგვწვას... უკვე არაერთი ბავშვი ხვდება ჩვენთან ასეთი დამწვრობით“.
ასე რომ, ზაფხულში ლეღვის ნახარშითა თუ მზისგან მიღებულ დამწვრობებს, ზამთარში სხვა მიზეზები ანაცვლებს. გუგა ქაშიბაძე კი მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა