სიახლეები
საინტერესო

8 საუკეთესო ფილმი, რომლებიც ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ნანახი
04-01-2021
-
+


ყველას გვიყვარს ფილმები სუპერგმირებზე, რომლებიც ცდილობენ სამყარო შეცვალონ და უკეთესი გახადონ. განსაკუთრებით საინტერესოა, როცა სუპერგმირების როლში მასწავლებლები გვევლინებიან, რომლებიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევენ მოსაწყენ ყოველდღიურობას თავი დააღწიონ და მათთვის მოტივაციის წყაროდ იქცნენ.

„ეტალონი“ გთავაზობთ 8 ფილმს მასწავლებლებზე, რომლებიც სამაგალითოები არიან:

„ჩანაცვლება (Detachment)” 2011, აშშ. დრამა

ფილმში მთავარ როლს ედრიან ბროუდი ასრულებს. მისი გმირი მასწავლებელია, რომელიც დისფუნქციური მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელს ანაცვლებს. ფილმი სამი კვირის განმავლობაში კოლეჯის ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და მასწავლებლების ცხოვრებას ბროუდის პერსონაჟის თვალით დანახულს გვიჩვენებს. 

„კლასი (The Class)“ 2008, საფრანგეთი. დრამა

რეჟისორმა მოახერხა სკოლის მოსწავლე თინეიჯერების შესახებ სტანდარტული კინემატოგრაფიული სცენარისთვის თავი აერიდებინა. ფილმი რეალურად გამოიყურება კიდევ იმის გამო, რომ მსახიობები არ არიან ვარსკვლავები, ისინი პროფესიონალებიც კი არ არიან. ფილმში მასწავლებლის ექსტრავაგანტული პირდაპირობა მოსწავლეებს ხშირად აკვირვებს. მაგრამ მისი პედაგოგიური ეთიკა გამოცდის წინ გამოჩნდება, როდესაც მოსწავლეები კითხვის ქვეშ დასვამენ მისი სწავლების მეთოდებს.

„ტალღა (The Wave)“ 20008, გერმანია. თრილერი, დრამა

შოკისმომგვრელი და მუდმივად აქტუალური ფილმი. მთავარი გმირი, მასწავლებელი, გადაწყვეტს ექსპერიმენტის ჩატარებას იმისათვის, რომ დაუმტკიცოს თავის მოსწავლეებს, რას ნიშნავს დიქტატურის ქვეშ იცხოვრო. ზუსტად ერთი კვირით ნაცისტების ტერორი და სასტიკი დისციპლინა სკოლის კედლებში გაცოცხლდება. თუმცა ძალიან მალე ეს ჩანაფიქრი კონტროლიდან გამოვა და საშინელ შედეგებს მოიტანს.

„კლასის წინ (Front of the Classs)“ 2008, აშშ. დრამა, კომედია

მთავარი გმირი, ბრედი, ტერეტის სინდრომით იტანჯება. მას უნდა მასწავლებელი გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფანტასტიკად ჩანს. მისი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის.

„ისტორიის მოყვარულები (The History Boys)“ 2006, დიდი ბრიტანეთი. კომედია, დრამა

იორკშირის საგრაფო, 1983 წელი. 8 მოზარდმა ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად უნდა გაიარონ მოსამზადებელი კურსი, სადაც მთავარი აქცენტი ისტორიაზე კეთდება. საჭირო ცოდნის მიღებაში მათ მასწავლებელი ჰექტორი, მისის ლინტონი და მოწვეული პედაგოგი, მისტერ ირვინი, ეხმარებათ.

„გუნდის მომღერლები (The Chorus)“ 2004, საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია. დრამა

მოქმედება ხდება საფრანგეთში 1949 წელს. მთავარი გმირი მუსიკის მასწავლებელია, რომელიც რთულად აღსაზრდელ და იმედდაკარგულ ბიჭებს ახალ იმედსა და შთაგონებას სთავაზობს.

„ადამიანი აღორძინების ხანიდან (Renaissance Man)“ 1994, აშშ. დრამა, კომედია

სარეკლამო სააგენტოდან გათავისუფლების შემდეგ ბილ რაგო სამხედრო ბანაკში იწყებს მუშაობას და ცდილობს განავითაროს ჯარისკაცების ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები.

„მკვდარი პოეტების საზოგადოება (Dead Poets Society)“ 1989, აშშ. დრამა, კომედია

1990 წელს ფილმმა საუკეთესო სცენარისთვის ოსკარი დაიმსახურა. ფილმში მოთხრობილია ისტორია კოლეჯის მეგობრების შესახებ, რომლებიც მათი ინგლისური ლიტერატურის ლექტორს დაუახლოვდებიან. პროფესორი ქითინგი ბიჭებს საიდუმლო საზოგადოების შესახებ უყვება, რომლის წევრებიც საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს არღვევდნენ. ის ხელს უწყობს თავის მოსწავლეებს, იცხოვრონ თითოეული დღით და იპოვნონ თავიანთი გზა ცხოვრებაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება