მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიმდინარე წლის იანვრის პირველი კვირის მონაცემებით, გრიპის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა და 100 ათას მოსახლეზე 191 შეადგინა, წინა კვირაში - 312 შემთხვევა იყო - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკომფერენციაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ქვეყნა ეპიდემიის ზღვარისგან შორს არის.
„ყოველ ორშაბათს ვაჯამებთ ქვეყანაში ეპიდზედამხედველობის მონაცემებს და გვაქვს ინფორმაცია 2 მთავარი ინდიკატორის მიხედვით. ერთია ქვეყანაში გრიპის და გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციების ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე, რომელიც განისაზღვრება ჩვენი საყრდენი ბაზების მიხედვით და გვაძლევს ინფორმაციას სიტუაციური ანალიზისთვის, თუ როგორია მიმართვიანობა ქვეყანაში; მეორე არის ე.წ. მძიმე-მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი.
პირველი ინდიკატორის მიხედვით, აღვნიშნავდით, რომ დეკემბრის ბოლო 3 კვირა ხასიათდებოდა გრიპისა და გრიპის მსგავსი ინფექციების მიმართვიანობის და ახალი შემთხვევების მიხედვით, იანვრის პირველი კვირის მონაცემებით, ასეც ვპროგნოზირებთ, მიმართვიანობა როგორც წესი, იკლებს. დღევანდელი ციფრი 100 ათას მოსახლეზე არის 191. თუ დეკემბრის ბოლო კვირაში გვქონდა 312, ახლა არის - 191, რომელიც ნაკლებია როგორც წინა კვირასთან, ასევე გასული წლის, 2019-ის პირველ კვირასთან მიმართებაში. ასე რომ, სიტუაცია უფრო სიმშვიდისკენ მიდის.
მეორე ინდიკატორი - მძიმე-მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით, არის ოდნავ, დაახლოებით 3%-ით მომატებული. თუ დეკემბრის ბოლო კვირას გვქონდა 19%, ახლა არის 22%. ანუ, ჰოსპიტალიზაციის წილი მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციებით მომატებულია, თუმცა ის ორჯერ ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში", - აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, წინა წელთან შედარებით ოდნავ მშვიდი პროცესია გრიპთან მიმართებაში. მისი თქმით, ამის ძირითადი განმაპირობებელია, რომ პრევალირებს „ბ“ ტიპის გრიპის ვირუსი.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს, თუ რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს, მათ შორის გრიპის ვირუსი როდის გამოჩნდა, რომელი ტიპისა და ქვეტიპის და ა.შ. ბოლო კვირის მონაცემებით დასტურდება, რომ წლევანდელ სეზონზე პრევალირებს „ბ“ ტიპის გრიპის ვირუსი, რომელიც ხასიათდება შედარებით კლინიკურად უფრო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ამიტომ არის, რომ შარშანდელთან შედარებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ნაკლებია. შარშან ძირითადად „ა“ ტიპის ვირუსი პრევალირებდა, H1 ქვეტიპით, რასაც ღორის გრიპს ეძახით და ის უფრო მეტი აგრესიულობით ხასიათდება", - განაცხადა გამყრელიძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა