სიახლეები
საინტერესო

რატომ არის საჭირო ერთ გაკვეთილზე ორი მასწავლებელი - გსურთ თუ არა ეს მოდელი საქართველოშიც დაინერგოს?
19-02-2020
-
+


2017 წლიდან სამხრეთ კორეაში პროგრამა - „ერთი გაკვეთილი - ორი მასწავლებელი“ მოქმედებს. ქვეყნის დედაქალაქის დაწყებით კლასებში ერთი გაკვეთილის ჩატარება ერთდროულად ორ პედაგოგს შეუძლია.

ის, თუ რომელ გაკვეთილებს უნდა უძღვებოდეს ორი მასწავლებელი და რომელს ერთი, მოსწავლეთა მოსწრებაზეა დამოკიდებული. თუ ერთ კლასში არის ბავშვების დიდი რაოდენობა, რომლებიც რომელიმე საგნის მასალას ცუდად ითვისებენ, ამ საგნის გაკვეთილებს ამ კლასში ორი მასწავლებელი ჩაატარებს.

მასწავლებლები ერთობლივ გაკვეთილს ატარებენ და მოვალეობებს ინაწილებენ. პირველი მასწავლებელი დაფასთან მუშაობს, მეორე კი კლასთან. ის მოსწავლეების კითხვებს პასუხობს და დროს პროგრამას ჩამორჩენილ ბავშვებს უთმობს. შედეგად ჩამორჩენილი მოსწავლეების რაოდენობა მცირდება.

სწავლება ჯგუფებში - მასწავლებელი კლასს ორ ნაწილად ყოფს. შედეგად მატულობს ეფექტურობა, რადგან ერთ პედაგოგზე ნაკლები მოსწავლე მოდის.




პროგრამაზე - „ერთი გაკვეთილი - 2 მასწავლებელი“ გადასვლის მიზეზები:

გადატვირთული კლასები. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სტატისტიკური მონაცემებით, კორეაში, დაწყებით კლასებში მოსწავლეების რაოდენობა მსოფლიოში საშუალო მაჩვენებელს აჭარბებს.

ბრძოლა კერძო სწავლებასთან. კერძო სწავლება კორეული განათლების ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს. დაწყებითი კლასების გადატვირთულობა და შესაბამისად, განათლების ხარისხის ვარდნა, მშობლებს აიძულებს შვილები სხვადასხვა ძვირადღირებულ კურსებზე ან კერძო მასწავლებლებთან ჩაწერონ. რაც არა მხოლოდ აუარესებს ოჯახების მატერიალურ მდგომარეობას, არამედ ბავშვების მოსწრებას შორის  უფრო დიდ სხვაობას აჩენს, რადგან მდიდარ ოჯახებს მეტად ძვირადღირებული და ხარისხიანი კურსების შესაძლებობა აქვთ.

სიახლის წყალობით მასწავლებლები შეძლებენ მოსწავლეებს უფრო მეტი დრო დაუთმონ და სწავლების უფრო მეტად კრეატიული მეთოდები გამოიყენონ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება