სიახლეები
სიახლეები

როგორ დავსაქმდეთ სკოლაში? - რჩევები მაძიებლებს
11-01-2020
-
+


პრაქტიკოს პედაგოგებს სკოლაში სასწავლო წლის ბოლომდე დარჩენის საშუალება მიეცათ. თუმცა მასწავლებლებისთვის ამ სასიხარულო სიახლემ, მაძიებლებს სკოლაში მუშაობის დაწყების შესაძლებლობა შეუმცირა. ისინი, ვინც საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს სკოლაში დასაქმების შანსს ითხოვენ.

მართალია, იანვრიდან მასწავლებლების ვაკანსიები ისე მასშტაბურად არ გამოცხადებულა, როგორც ეს გასული წლის სექტემბერში იყო, თუმცა სკოლები ახალ კადრებს მაინც ეძებენ. პერიოდულად ვებ-გვერდზე teacherjobs.ge ვაკანსიების ჩამონათვალი ახლდება.

როგორ უნდა მოიქცნენ მაძიებლები, რომ სკოლაში დასაქმდნენ, რა მოეთხოვებათ მათ და როგორ უნდა აიმაღლონ სტატუსი?

„ეტალონი“ მაძიებლებს, რომლებსაც საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და მასწავლებლის პროფესიაში შესვლა სურთ, რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:

  • პირველ რიგში, დარეგისტრირდით ვებ-გვერდზე: teacherjobs.ge. აქ პედაგოგობის მსურველებმა უნდა შეავსოთ თქვენი მონაცემები, ატვირთოთ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე უნდა შეავსოთ სამუშაო გამოცდილებისთვის განკუთვნილი გრაფები და ატვირთოთ ჩაბარებული გამოცდის დამადასტურებელი ცნობა. არ დაგავიწყდეთ სამოტივაციო წერილის დაწერაც, რადგან როდესაც დამსაქმებელი ახალ თანამშრომელს ეძებს, ბუნებრივია, აინტერესებს მისი მოტივაცია და უნარ-ჩვევები;
  • ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ, მუდმივად ადევნოთ თვალი ვაკანსიებს და გაიგოთ, როდის გამოცხადდება თქვენთთვის სასურველი ვაკანსია ამა თუ იმ სკოლაში;
  • თუ საჯარო სკოლაში მუშაობის გამოცდილება არ გაქვთ, დასაქმებისთვის შეარჩიეთ ისეთი სკოლები, სადაც ნაკლები კონკურსია, მაგალითად: მცირეკონტიგენტიანი, კერძო ან რაიონის სკოლები. მასწავლებლის სახლის წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ვაკანსიების გამოცხადებისას ყველაზე დიდი კონკურსი თბილისის ცენტრში არსებულ სკოლებშია. რეგიონების ან სხვა ქალაქების სკოლები კი ყურადღების მიღმა რჩებიან და შესაბამისად, მასწავლებლის დეფიციტიც იქმნება.

თუ თქვენ დიპლომი განიჭებთ მასწავლებლის კვალიფიკაციას ან გავლილი გაქვთ მასწავლებლის მოსამზადებელი 60 კრედიტიანი პროგრამა, სკოლაში დასაქმების შემდეგ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოგენიჭებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მასწავლებლობის პარალელურად, სტატუსის მოსაპოვებლად მაძიებლის პროგრამაში ჩართვა მოგიწევთ. 

„ეტალონი“ წარმატებებს გისურვებთ!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება