სიახლეები
სიახლეები, რჩევები

„თავზე კომბოსტოს ფურცელი დაადეთ, არ დააძალოთ ცხიმიანი საკვების მიღება“ - რჩევები პედიატრ ინგა მამუჩიშვილისგან
08-01-2020
-
+


გრიპის ვირუსის გავრცელების გზებზე, სიმპტომებსა და პრევენციაზე  რეკომენდაციებს ნიუ ჰოსპიტალსის პედიატრიული ამბულატორიის სამსახურის ხელმძღვანელი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელით გვიზიარებს. ის მშობლებს რჩევას აძლევს, როგორ მოიქცნენ როდის მიმართონ ექიმს და რა უნდა გააკეთონ გართულებების თავიდან ასაცილებლად:

„გრიპის ვირუსი მკვეთრი აქტივაციის ფაზაში შედის და არამარტო გრიპის ვირუსი, ვხვდებით აგრეთვე ადენო, რინო, პარაგრიპი, კოკსაკის ვირუსებს, რომელთაც განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობა აქვთ. თუ ტემპერატურა მატულობს 40 გრადუსამდე, იწევს შემცივნებით, ახასიათებს ყელის ტკივილი, ოსსალგია, ართრალგია(ძვლებისა და სახსრების ტკივილი)თავის ტკივილი, ღებინება, ზოგჯერ ძლიერი აბდომინალური ტკივილი(მუცლის ტკივილი) ხშირად ზოგადი მშრალი ლორწოვანები(არც ცხვირიდან გამონადენი, არც ხველა)ეს სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს მესამე დღიდან, ლეთარგიული მდგომარეობა (პაციენტს სულ ეძინება) ტემპერატურა, პრაქტიკულად, ვერ ან რთულად ემორჩილება ანტიპირეტულ საშუალებებს… ეს უკვე გრიპია, დღეს ძირითადად ვხვდებით B ტიპის გრიპის ვირუსს(ლაბორატორიული ტესტებით)სეზონურ გრიპს რომ ვეძახით, თუმცა გრიპი გრიპია, ყველაზე ვერაგი, რესპირატორულ ვირუსებს შორის! A ტიპის ვირუსი უფრო ხშირად იძლევა გართულებებს, რადგან მას შეუძლია შეიცვალოს ანტიგენური სტრუქტურა, კვლავ შებრძანდეს ორგანიზმში ახალი ნიღბით,რომელსაც ვეღარ ცნობს დასუსტებული ორგანიზმი, კვლავ იწყებს იმუნური სისტემა ბრძოლას და გართულებებიც იწყება…

ტემპერატურა ხშირად არ გეპუებათ იმიტომ, რომ ორგანიზმი ტემპერატურის მეშვეობით ებრძვის გრიპის ვირუსს… 3 წლამდე ასაკის ბავშვი, უკვე 24-საათიანი ჰიპერთერმიის შემდეგ აუცილებლად აჩვენეთ ექიმს, ხოლო ყველა დანარჩენი ასაკი, 72-საათიანი ჰიპერთერმიის შემდეგ აუცილებლად მიბრძანდით ვიზიტზე ოჯახის ექიმთან, ან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა გამოიძახეთ...

სახლის პირობებში, სანამ ექიმი გნახავთ, მიეცით ბავშვს ანტიპირეტული(სიცხის დამწევი) საშუალება, სჯობია გაორმაგებული დოზით, გააგრილეთ ბავშვი თუ გადახურებულია, თუ გაყინული აქვს ხელ-ფეხი, ე.ი. ტემპერატურა ჯერ კიდევ ზევით იწევს და ამიტომ დაათბუნეთ… შეგიძლიათ გამოიყენოთ დაზელვა ოთახის ტემპერატურის წყლით, გამდნარი კარაქით, თავზე კომბოსტოს ფურცელი დაადეთ, მიაღებინეთ დიდი რაოდენობით სითხე, ჩაი (ცაცხვი, გვირილა, ჟოლო, ჯანჯაფილი, ლიმონი, თაფლი) ვიტამინიზირებული საკვები, არ დააძალოთ ხორცი და ცხიმიანი საკვების მიღება, ამ დროს უმადობა, ჩვეულებრივი მოვლენაა…არ მისცეთ ბევრი მედიკამენტი ან ანტიბაქტერიული საშუალებები თვითნებურად, ეს საშუალებები ექიმმა უნდა დანიშნოს ჰემოგრამაზე დაყრდნობით. ვირუსის ორგანიზმიდან ელიმინაციას სჭირდება დრო,5-7-10 დღე, თუმცა აუცილებელია პაციენტის ჯანმრთელობაზე დინამიური დაკვირვება რათა არ მოხდეს მეორადი ბაქტერიული ფლორის გააქტივება! გრიპის ვირუსის ხშირი გართულება პნევმონიაა, თუ თქვენს ბავშვს აღენიშნა ქოშინი, ძლიერი ხველა, სწრაფი დაღლა, ციანოზი ცხვირ-ტუჩის ირგვლივ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს! გრიპით დაავადებული პაციენტის იზოლაცია აუცილებელია, დაიცავით თქვენი თავიც და გაუფრთხილდით სხვებსაც, ნუ გახვალთ გარეთ, განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში! მოიხმარეთ ნიღაბი და ცვალეთ ყოველ 2 საათში, ნახმარი ნიღაბი მოათავსეთ ურნაში, ხშირად გაანიავეთ ოთახები, დაალაგეთ სველი წესით, დაიბანეთ ხელები ისტერიულად! გრიპზე იმუნიზირებული მოსახლეობის მცირე პროცენტი დაავადდა გრიპით, მაგრამ მათში კლინიკური მიმდინარეობა იყო ძალიან მარტივი…

აი რაც შეეხება ანტივირუსულ პრეპარატ ტამიფლუს(ოსელტამივრი)) სააფთიაქო ქსელში დეფიციტშია, გთხოვთ იზრუნოთ ამაზე (ვისაც ხელეწიფება)რადგან არ ვართ დაზღვეულები ვირუსის შემოტევის შემდგომი ტალღებისგან! ტამიფლუ არ გამოიყენოთ თვითნებურად, მხოლოდ თქვენი ექიმის რჩევით, რადგან დოზირებას მკაცრი შერჩევა სჭირდება, ასაკისა და წონის მიხედვით!

იმოქმედეთ შიშის და პანიკის გარეშე! თქვენს გვერდით ვართ!

P.S. ტამიფლუს მარაგი სჭირდება ქვეყანას!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება