მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მომართვიანობამ ბოლო დღეებში საგრძნობლად იმატა, თუმცა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გრიპის გავრცელების მაჩვენებელი პანიკის საფუძველს არ იძლევა.
ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ამ მხრივ, ყველაზე დაცულები, ბაგა-ბაღების აღსაზრდელები და აღმზრდელები არიან, რადგან გრიპის ვირუსზე უკვე აიცრნენ; თუმცა ისიც ფაქტია, რომ გამყრელიძე სასწავლო პროცესის გადადებას არ გამორიცხავს:
„გრიპის სეზონი ქვეყანაში დაახლოებით აპრილის დასაწყისამდე გრძელდება და სეზონური ვირუსის მიმდინარეობიდან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე. დილის სხდომაზე კიდევ გვქონდა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და დღეის მდგომარეობით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ იძლევა ასეთ რეკომენდაციას. ვითარება არ გახლავთ ისეთი, სასწავლო პროცესი გადაიდოს ან არდადეგები გახანგრძლივდეს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა