სიახლეები
სიახლეები

პროფესიული სასწავლებლების დევნილ სტუდენტებს ტრანსპორტირების ხარჯი დაუფინანსდებათ
08-01-2020
-
+


დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2017-2019 წლებში ჩარიცხულ ყველა დევნილს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.

დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადი დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში უნდა შეივსოს, რომელსაც უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ცნობა სასწავლებლიდან, ჩარიცხვის წლისა და სწავლის დასრულების ზუსტი თარიღის მითითებით; განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; განაცხადის მიღების თვეში აღებული ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზიდან (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სოციალურად დაუცველია); კერძო ტრანსპორტის მოთხოვნის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი მაგალითად, შეზღუდვის დამადასტურებელი ცნობა, ფორმა N100.

პროგრამაში მონაწილეობისათვის ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: რეგისტრირებული უნდა იყოს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და ჰქონდეს დევნილის სტატუსი; სწავლობდეს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში; სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს 2017-2019 წლებში; განმცხადებლის მისამართსა და იმ სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, სადაც იგი ჩაირიცხა, მანძილი კი, ორ  კილომეტრზე მეტი უნდა იყოს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

პატარებმა, დამრიგებლის - მაკა ტალახაძის ხელმძღვანელობით, დედისის დღე აღნიშნეს
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება