მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყველა მასწავლებელს უნდა ინტერესით თვალანთებულ მოსწავლეებს და საკუთარი შრომის შედეგს ხედავდეს. მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. მოდით განვიხილოთ რა არის ასეთ დროს პედაგოგზე დამოკიდებული და რისი გაკეთება შეუძლია მას მოსწავლეთა ინტერესის აღსაძვრელად.
შექმენით მიმზიდველი გარემო კლასში
არავის არ უნდა სახლში შესვლა, სადაც მას სიხარულით არ ხვდებიან. იგივე ეხება მოსწავლეებს. კლასი უნდა იყოს მიმზიდველი ადგილი, სადაც ბავშვები თავს უსაფრთხოდ, მიღებულად და კომფორტულად გრძნობენ.
შესაძლოა მოსწავლეებს შესანიშნავად ასწავლიდეთ, მაგრამ კლასში არაჯანსაღი ატმოსფერო თქვენს შრომას წყალში ჩაყრის. ყველა კლასს აქვს თავისი „მიკროკლიმატი“, რომელიც სწავლების ეფექტურობაზე ახდენს გავლენას.
ძირითადი ნიშნები, რომლებიც კლასის გარემოს შეადგენს, გულისხმობს მოსწავლეთა შორის პიროვნებათაშორის ურთიერთობებს, ურთიერთობას მოსწავლეებსა და მასწავლებელთა შორის, მოსწავლეთა საგნისადმი დამოკიდებულებას და ასევე სწავლების მეთოდებს.
მიეცით მოსწავლეებს არჩევანის უფლება
კვლევები აჩვენებს, რომ მოსწავლეებისთვის არჩევანის მიცემას, საგანმანათლებლო პროცესში მათი ჩართულობის გასაზრდელად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
არჩევანი შესაძლოა ეხებოდეს:
სასწავლო პროცესმა მოსწავლეებს სხვადასხვა სტრატეგიების მოსინჯვის შესაძლებლობა უნდა შესთავაზოს. სცადონ და თუნდაც შეცდნენ. მასწავლებელმა კი, თავის მხრივ, უნდა შექმნას პირობები, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს სწავლაში თავი მეტად გააკონტროლონ. ამასთან, არჩევანის უფლება მოსწავლეებს ინტერესს და სწავლისადმი პასუხისმგებლობის შეგრძნებას აუმაღლებს.
კავშირი რეალურ ცხოვრებასთან
მრავალწლიანი კვლევა აჩვენებს, რომ მოსწავლეები უფრო ჩართულნი არიან სასწავლო პროცესში, როდესაც გრძნობენ, რომ შესასწავლი დაკავშირებულია კლასგარეშე ცხოვრებასთან. ის ასახავს ცხოვრების რეალურ კონტექსტებს, აღჭურავს მას პრაქტიკული და სასარგებლო უნარებით და განიხილავს თემებს, რომლებიც აქტუალური და გამოყენებადია მათ ცხოვრებაში.
გამოიყენეთ პროექტებით სწავლება
რეალური პრობლემების გადაწყვეტა მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს. პროექტებით სწავლება საგნის მიმართ მათ ინტერესს აძლიერებს, ამაღლებს აქტივობას და სასწავლო გამოცდილებას უფრო აქტუალურს და მნიშვნელოვანს გახდის.
აქციეთ სწავლის მიზნები თვალსაჩინო
ხშირად ის, რაც ინტერესის არარსებობა გვგონია, სინამდვილეში შესასწავლის სირთულით გამოწვეული მოსწავლის შიშია. ზოგიერთმა თემამ ის შესაძლოა ინფორმაციის დიდი მოცულობის ან გაუგებარი ტერმინების გამო შეაშინოს.
მიეცით მოსწავლეებს ერთგვარი საგზაო რუკა, სადაც გაწერილი იქნება სწავლების კონკრეტული მიზნები. საგზაო რუკამ მოსწავლეებს უნდა აჩვენოს, კონკრეტულად, რა გინდათ და რას ელით ამ თემის შესწავლის შემდეგ.
აჩვენეთ საგანთაშორის კავშირი
ხანდახან მოსწავლეები ვერ ხედავენ, იმას რომ, რასაც ერთ საგანში სწავლობენ, იკვეთება იმასთან, რასაც სხვა საგანში შეისწავლიან. საგანთაშორის კავშირი მოსწავლეებში ყველა ის საგნისადმი ინტერესს გააძლიერებს, რომელიც შესასწავლ თემასთან არის დაკავშირებული.
აჩვენეთ, მოსწავლეებს როგორ შეიძლება გამოიყენონ შესასწავლი მომავალში
ზოგიერთი მოსწავლე ვერ ხედავს აზრს იმაში, რასაც სწავლობს. ნუ დაელოდებით კითხვას - „რაში მჭირდება ეს“. ნაცვლად ამისა, ეს კითხვა სასწავლო გეგმის ნაწილად აქციეთ და განუმარტეთ მოსწავლეებს გაკვეთილის დროს.
მიეცით სწავლის სტიმული
ჯილდოს შეუძლია არამოტივირებულ მოსწავლეს ბიძგი მისცეს. ჯილდო შესაძლოა იყოს სხვადასხვაგვარი: ქაღალდის ვარსკვლავებიდან და კანფეტებიდან დაწყებული, გაკვეთილის ბოლოს თავისუფალი დროის მიცემით დამთავრებული. მოსწავლეებს აუხსენით კონკრეტულად, რა უნდა გააკეთონ, რომ ჯილდო დაიმსახურონ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა