მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ლემშვენიერას საჯარო სკოლამ ახალი წელი განსაკუთრებული განწყობით დაიწყო. 2020 წლის 5 იანვარს სკოლა 200 წიგნით დასაჩუქრდა, რამაც დიდი სიხარული გამოიწვია როგორც მოსწავლეებში ასევე პედაგოგებში.
„როცა საქართველოს ყველა სკოლა ისვენებდა, ლემშვენიერას საჯარო სკოლაში ხმაური და შესანიშნავი განწყობა იყო.
მოლოდინმა ყველაფერს გადააჭარბა...ბატონი გიორგი კეკელიძე და მისი გუნდი, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად, ესტუმრნენ ჩვენს სკოლას და ორასი წიგნი ჩამოგვიტანეს საჩუქრად.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის საშობაო ზღაპარი ახდა. ბევრი გიორგი კეკელიძე სჭირდება ჩვენს ქვეყანას და მერე ყველაფერი კარგად იქნება. ეს დღე სიურპრიზი აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვისაც, 2020 წელი ლემშვენიერას საჯარო სკოლაში წარმატებულად დაიწყო“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა