მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020 წელს თბილისის 14 საბავშვო ბაგა-ბაღის დემონტაჟი იგეგმება.
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ადასტურებენ, რომ უკვე დაწყებულია დიღმის მასივში, N19 საჯარო ბაგა-ბაღის დემონტაჟი. დანარჩენ ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით დოკუმენტაცია მზადდება და ეს შეეხება თბილისის N28; N47; N14; N125; N43; N84; N109; N6; N26; N13; N96; N50 და ვარკეთილის საბავშვო ბაღს.
ეს არის 2-წლიანი პროექტი და მხოლოდ მიმდინარე წელს, 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.
აღნიშნული შენობები სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ავარიულად შეაფასა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, დემონტაჟი ეტაპობრივად მოხდება და მათ ნაცვლად აშენდება ახალი ბაღები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს