სიახლეები
სკოლები

''ნუ იქნები ბულერი'' - ახალციხის N5 სკოლის სოციალური პროექტი ბულინგის წინააღმდეგ
19-06-2017
-
+


სკოლა ის საჯარო დაწესებულებაა, სადაც მოსწავლეს უყალიბდება შეხედულებები, ეცნობა საქციელის გარკვეულ მოდელებს და სწავლობს საზოგადოებაში ფუნქციონირებას-მიმღებლობას... სკოლაში აღზრდის მთავარი შედეგი კი ინდივიდის მოქალაქეობრივი მოწიფულობაა, რაც გულისხმობს როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის პრაქტიკულ უნარებს, ასევე ინდივიდის პიროვნულ  განვითარებას.

მოსწავლეების პოზიციებში ცვლილებების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სოციალური პროექტების განხორციელება. სოციალურმა პროექტმა ''ნუ იქნები ბულერი'', რომელიც განახორციელეს ახალციხის N5 სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელ მაია თათეშვილთან ერთად და რომელიც ეხებოდა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას - ბულინგს, ხელი შეუწყო მოსწავლეების პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას.

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა შეძლეს საფუძვლიანად შეესწავლათ და გამოეკვლიათ ბულინგის პრობლემა, გაევლოთ პარალელები არსებულ რეალობასა და მოპოვებულ ინფორმაციას შორის, გამოეტანათ დასკვნები, შეემუშავებინათ რეკომენდაციები, მოეძებნათ პრევენციის გზები და ინფორმაცია გაეზიარებინათ როგორც თანატოლებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისათვის.

პროექტის განმავლობაში ბავშვებმა იმუშავეს ჯგუფურად, განახორციელეს მრავალფეროვანი აქტივობები, ითანამშრომლეს საზოგადოებასთან (ვიზიტი პოლიციის რაიონული სამმართველოში და ინტერვიუ უფროს გამომძიებელთან, ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში, ქუჩის გამოკითხვა...). ამ მეთოდმა მოსწავლეებს ასწავლა გადაწყვეტილებების მიღება, მოლაპარაკებების დაგეგმვა და შესრულება. 

პროექტის განმავლობაში მოსწავლეებმა იმუშავეს ტექნოლოგიების გამოყენებით, თითოეულმა ჯგუფმა შექმნა სლაიდშოუ, ბავშვებმა შექმნეს ბლოგები და განათავსეს ინფორმაცია და სამუშაოს ამსახველი მასალა მასზე, აგრეთვე იზრუნეს მის დიზაინზე, შექმნეს დასაბეჭდი ბუკლეტი და გაავრცელეს საზოგადოებაში.

პროექტის პრეზენტაციამ სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ელექტრონული რესურსები ბულინგის თემაზე, საუბრობდნენ თავდაჯერებულად, სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდნენ მსმენელზე, ბოლოს მოსწავლეებმა მაყურებელს შესთავაზეს მათ მიერ გადაღებული ვიდეორგოლი ოჯახური ძალადობის შესახებ ''ძალა ერთობაშია'' და პრეზენტაცია  დაასრულეს პოზიტიური სიმღერით, რომლის იდეის გაჩენა გამოწვეული იყო ბულინგის პრობლემის სიმძიმით.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე, მოადგილე ზოია ბალიაშვილი, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები. მათ პროექტი დადებითად შეაფასეს და გამოთქვეს სურვილი, რომ პროექტის პრეზენტაცია განმეორებით მოეწყოს შემდეგ სასწავლო წელსუფრო ფართო საზოგადოებისათვის.

მოსწავლეთა ჯგუფების მიერ შექმნილი ბლოგების მისამართები:

http://farulibulingi.blogspot.com/

http://verbaluribulingo.blogspot.com/

http://kiberbulingi.blogspot.com/

http://fizikuribulingi.blogspot.com/

ვიდეორგოლი განთავსებულია მისამართზე:

https://www.youtube.com/watch?v=LDgE8lNp7LE&t=2s

ავტორი: ახალციხის N5 სკოლის ფიზიკის უფროსი მასწავლებელი, VII კლასის ხელმძღვანელი მაია თათეშვილი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება