სიახლეები
სიახლეები

განათლების სამინისტრო 2020 წლიდან ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრების ატესტაციას გეგმავს
14-01-2020
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან  სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში 2020 წელს დაგეგმილი ძირითადი სიახლეების გაცნობა წარმოადგენდა.

უწყების განცხადებით, სამუშაო შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის, თქმით, სამინისტრო აკრედიტაციის სისტემის მოდიფიცირებას, კერძოდ, კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლას გეგმავს, რაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებას გულისხმობს.

„თამარ მახარაშვილმა დეტალურად წარმოადგინა ის ძირითადი ეტაპები, რომლის მიხედვით უნდა დადგინდეს საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობა განახლებული კვალიფიკაციების ეროვნულ ჩარჩოსთან და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2020 წლიდან ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრების ატესტაცია და პროფესიული განვითარება იგეგმება. ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა კორპუსის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მხარდამჭერი ღონისძიებების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვასა და განხორციელებას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელბულ განცხადებაში.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და მათი დასაძლევის გზებზე იმსჯელეს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება