მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ძველით ახალი წლის აღნიშვნისას, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ შემთხვევებიდან ხუთი თბილისში მოხდა. უწყების განცხადებით, ყველა პაციენტი მსუბუქად დაშავდა, არც ერთის ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო.
დამწვრობის ცენტრში გვიან ღამით ოთხი პაციენტი შეიყვანეს. როგორც საქართველოს პირველ არხს ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მათგან ორი ბავშვი იყო - 10 და 14 წლის, ორი კი მოზრდილი. ორივე ბავშვს და ერთ მოზრდილს მარჯვენა ხელის მტევნები ჰქონდათ დაზიანებული, მეოთხე პაციენტს კი ორივე მტევნის დაზიანება აღენიშნებოდა.
გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტებს ჭრილობები ქირურგიულად ადგილზევე დაუმუშავეს და ოთხივე მათგანი ბინაზე გაეწერა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა