სიახლეები
სიახლეები

პაატა იმნაძე სკოლებს რეკომენდაციებს აძლევს
14-01-2020
-
+


ამბულატორიულ დაწესებულებებში გრიპის ვირუსით პაციენტთა მიმართვიანობამ, წინა კვირასთან შედარებით, მოიმატა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ვირუსის გამწვავების შემთხვევა 100 000 მოსახლეზე 220-ს შეადგენს და აქედან გამომდინარე, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ არის.

იმნაძისვე თქმით, ეპიდემიური პროცესის განვითარებასთან სასწავლო პროცესს კავშირი არ აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო დაწესებულებებმა ცენტრის რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

სასწავლო პროცესის შეწყვეტის პრაქტიკა საერთოდ არ არის მიღებული ევროპის ქვეყნებში, - დასძინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე:

ჩვენთან ზუსტად ისეთივე სიტუაციაა, როგორც ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში. სასწავლო პროცესის შეწყვეტის პრაქტიკა საერთოდ არ არის მიღებული ევროპის ქვეყნებში. ესაა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტრადიცია - გრიპის მატების დროს სასწავლო პროცესი შეწყვიტონ. გრიპი იწყება დეკემბერში და გრძელდება აპრილამდე. ამ პერიოდში თუ სწავლას შევწყვეტთ, ისედაც პრობლემები გვაქვს ბავშვების განათლებაში და დაგვრჩებიან გაუნათლებლები. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ რეალური მეცნიერული საფუძველი არ არსებობს, რომ სწავლა შეწყდეს.

სამწუხაროდ, ორი ფატალური შედეგი იყო გრიპის ვირუსით გამოწვეული, ორივე დეკემბერში. მთავარ რეკომენდაციას რაც შეეხება, ორსულებს ვთხოვთ, აიცრან; დანარჩენებმა კი ჩვეულებრივ უნდა დავიცვათ ის რჩევები, რასაც სულ ვიძლევით. ხელების ხშირი დაბანა ძალიან კარგი მეთოდია გრიპის თავიდან ასაცილებლად. ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ჩვენ წელს პირველად გამოვიყენეთ, ეს იყო საბავშვო ბაღის აღმზრდელების უფასო ვაქცინაციის პროგრამაში პროფესიული ნიშნით ჩასმა, რადგან მოზრდილებს არ მიეტანათ გრიპი.

გრიპის ვირუსი წვეთით ვრცელდება. როდესაც ადამიანი აცემინებს, ახველებს, ლაპარაკობს ვირუსი გადადის და ვრცელდება გაშლილი ხელის, დაახლოებით, ერთი მეტრის მანძილზე. ვირუსი ყინვაში 7 საათს ძლებს, სიცხეში კი მალე კვდება, მაგრამ ზედაპირებზე, რამდენიმე წუთი მაინც იქნება. ყველას გვაქვს ჩვევა, რომ ხელს ვიკიდებთ სახის რომელიმე ნაწილზე, ამით, ლორწოვან გარსზე გადავიტანთ მექანიკურად ვირუსს. ამიტომ, ხელის დაბანა ყველაზე კარგი გამოსავალია“.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სკოლებს აძლევს რეკომენდაციას, მკაცრად დაიცვან ჰიგიენური ნორმები!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება