მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
15 იანვრიდან საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება. როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე აცხადებს, ბაღში მისული ყველა ბავშვი შემოწმდება და ვირუსის მქონე აღსაზრდელი საჯარო ბაღში არ დაიშვება.
მისვე თქმით, სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე ყველა ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. ამასთან მშობლებს გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები.
„პირველ რიგში უნდა ითქვას რომ ყველა ბაღში ჩატარდა გენერალური დეზინფექცია და დასუფთავებითი სამუშაოები. ასევე, დავიწყეთ საინფორმაციო კამპანია გრიპის ვირუსიდან გამომდინარე. მშობლებს დაურიგდებათ საინფორმაციო ფურცლები, რომელშიც აღნიშნულია გრიპის პრევენციული ღონისძიებები და რეკომენდაციები.
ასევე ჯანდაცვის კოორდინატორები თითოეულ ბაღში მშობლებს მიაწვდიან ინფორმაციას და შემოწმდება ყველა ბავშვი. გრიპის ვირუსის სიმპტომების მქონე არც ერთი ბავშვი არ დაიშვება საჯარო ბაღებში“, - განაცხადა გვანცელაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა