სიახლეები
საინტერესო

15 მარტივი გზა: როგორ გამოიმუშავოს მასწავლებელმა დამატებითი შემოსავალი?
15-01-2020
-
+


მართალია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზრუნავს მასწავლებლების წახალისებაზე და მათ ხელფასებიც იზრდება, თუმცა დამატებითი შემოსავალი ზედმეტი არასოდესაა.

„ეტალონი“ გთავაზობთ გზებს, როგორ გამოიმუშავოთ დამატებითი შემოსავალი მასწავლებლობის პარალელურად:

  • რეპეტიტორობა - ეს ყველაზე გავრცელებული შემოსავლის გზაა მასწავლებლებისთვის. პედაგოგების უმრავლესობა სკოლიდან დაბრუნების შემდეგაც აგრძელებს მუშაობას და მოსწავლეებს ზოგ შემთხვევაში სახლში იღებს, ხან კი თავად მიდის მოსწავლესთან საგნის სასწავლებლად. მართალია, ეს პროცესი დამღლელია, თუმცა შემოსავლის გასაზრდელად ღირს.
  • ინტერნეტით სწავლება - ეს მეთოდი ჯერ ახლახანს იმკვიდრებს თავს, თუმცა ინტერნეტი საშუალებას იძლევა, თქვენი ცოდნა დისტანციურად გადასცეთ სხვა ადამიანებს;
  • მოსამზადებელ ცენტრებთან თანამშრომლობა - საქართველოში აბიტურიენტთა და მოსწავლეთა მოსამზადებელი ბევრი ცენტრი არსებობს, რომლებსაც კვალიფიციური პედაგოგები სჭირდებათ, გრაფიკიც ისეთია, რომ ხელს არ შეუშლის თქვენს პროფესიულ საქმიანობას;
  • სასწავლო და ტრენინგ ცენტრები - შესაძლოა, თქვენი ცოდნა და გამოცდილება საჭირო იყოს რომელიმე სასწავლო ცენტრისთვის, ამიტომ ყურადღებით იყავით, რომ დამატებითი დასაქმების შანსი არ დაკარგოთ;
  • საზაფხულო სკოლა - საზაფხულო არდადეგების გამოყენება უფრო პროდუქტიულად შეგიძლიათ, თუ საზაფხულო სკოლებთან ითანამშრომლებთ;
  • დაწერეთ წიგნი - თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ცოდნა და გამოცდილება სხვა ადამიანებს დააინტერესებთ, მაშინ თქვენ შეძლებთ, გახდეთ ბესტსელერის ავტორი. წიგნის შინაარსი შეიძლება თქვენს საგანს ეხებოდეს, ან სულაც მხატვრული ლიტერატურის შედევრი შექმნათ;
  • სოციალური მედიის მართვა - თუ საზოგადოებასთან ურთიერთობა თქვენი ძლიერი მხარეა, შანსი გაქვთ, ფეხი აუწყოთ თანამედროვეობას და მასწავლებლობის პარალელურად სოციალური მედიის მენეჯერად იმუშაოთ. ეს საქმიანობა დისტანციურადაც შეიძლება;
  • გიდი - ეს პროფესია საქართველოში საკმაოდ საჭირო და საინტერესოა. თუ თქვენ გაივლით მოსამზადებელ კურსს, შეისწავლით ამ პროფესიას და თქვენს სამსახურს შეუთავსებთ, არ ინანებთ;
  • სტატიების ავტორი - შეიძლება, თქვენ ჟურნალისტი არ ხართ, თუმცა აქტუალურ თემებზე წერა კარგად გამოგდით, ასეთ შემთხვევაში გირჩევთ, ითანამშრომლობთ მედიასთან და თავი ახალ ამპლუაში გამოსცადოთ;
  • ჰობი - აქციეთ ჰობი ფულის შოვნის საშუალებად. მაგალითად, თუ კარგად ხატავთ ან ფოტოგრაფია ძალიან გიყვართ, ასევე შეიძლება სპორტდარბაზის ხშირი სტუმარი ხართ და ჯანსაღი ცხოვრება თქვენი განუყრელი ნაწილია - ეს ყველაფერი თქვენი შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს. დაფიქრდით, რა არის თქვენი ჰობი და როგორ შეიძლება დააინტერესოთ მისით საზოგადოება;
  • ხელნაკეთი ნივთები - ჯერ კიდევ არ აღმოგიჩენიათ თქვენში შემოქმედებითი ნიჭი? ხელნაკეთი ნივთები, სამკაულების დამზადება, ქსოვა თუ სხვა მსაგავსი საქმიანობა დამატებითი შემოსავლის ერთ-ერთი საინტერესო შესაძლებლობაა;
  • რედაქტორი - თუ გრამატიკას იმ დონეზე ფლობთ, რომ შეგიძლიათ სხვებს ნამუშევრები შეუსწოროთ, მაშინ ეს შანსი თქვენთვისაა. რედაქტორის საჭიროება ხშირია მედიაში, ასევე წიგნებისა და ნაშრომების ავტორებს ხშირად სჭირდებათ დამხმარედ კარგი რედაქტორი;
  • მთარგმნელი - თუ უცხო ენებს კარგად ფლობთ, დამატებით შემოსავლის წყაროდ თარჯიმნობა აქციეთ. ეს საქმიანობა დისტანციურად, სახლიდან გუსვლელადაც შეგიძლიათ;
  • ბანაკის ინსტრუქტორი - თუ ახალგაზრდა, ენერგიული პედაგოგი ხართ, ეს საქმიანობა თქვენთვისაა, ყურადღებით იყავით, როდესაც საზაფხულო ბანაკებში ინსტრუქტორები დასჭირდებათ;
  • გამქირავებელი - თუ უძრავ ქონებას ფლობთ, საუკეთესო ვარიანტი მათი გაქირავება და დროის დახარჯვის გარეშე შემოსავლის მიღებაა, თუმცა იმ შემთხვევაში თუ საკუთარი ქონება არ გაგაჩნიათ, შეგიძლიათ მეპატრონის თანხმობით მათი ქონება გააქირაოთ, შუამავლობაში კი ფული გამოიმუშავოთ.

დასავლეთის ქვეყნებში მასწავლებლებისთვის ყველა პროფესია მისაღებია, რაც მათ სამუშაოს ხელს არ შეუშლის. მაგალითად: პედაგოგები დამატებით შემოსავალს გამოიმუშავებენ მძღოლად მუშაობისას, ასევე პოპულარულია კურიერობა ანუ საქმდებიან ადგილზე მიტანის სერვისის კომპანიებში, ასევე შეთავსებით მუშაობენ ბარისტად, ბუღალტრად, დიზაინერად, ძაღლების გამსეირნებლად ან გაყიდვების აგენტებად.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს


ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს

ვალდებულება მთავრობამ 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა შეასწრულოს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

უდაბნოს საჯარო სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები ბიბლიოთეკას ეწვივნენ

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება