სიახლეები
სკოლები

ხეოთის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებები ჩატარდა
16-01-2020
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის, ხეოთის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებები ჩატარდა.

ღონისძიებაში მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები და აქტიურად ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, წარმოთქვეს ლექსები, სიტყვები, მილოცვები, წარმოადგინეს იუმორისტული ნომრები, თავიანთი საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თანაკლასელებს საჩუქრები გადასცეს.

მოსწავლეები სხვადასხვა ნომინაციაში მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ და დირექციისგან საჩუქრად ტკბილეული გადაეცათ.

„არ შემიძლია, საჯაროდ, ყველას სახელით, დიდი მადლობა არ გადავუხადო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლელა გვრიტიშვილს, რომელიც, ტრადიციულად, ზრუნავს მოსწავლეებისა და მასწავლებლების საახალწლო განწყობის შექმნასა და ამაღლებაზე; წელს, ზეიმის დღეს, ყველასთვის მოულოდნელად, სკოლაში მოსვლისას, დაგვხვდა უზარმაზარი ნაძვის ხე, რომელმაც, დიდი სიხარული და აღფრთოვანება გამოიწვია თითოეულ ჩვენგანში, ხალისით მოვრთეთ, დიდმა თუ პატარამ, ჩვენი ახალი ნაძვის ხე. მადლობა, ლელა მას!

ამ მხიარულობის ფონზე, მოგილოცავთ დამდეგ 2020 წელს! გისურვებთ სიკეთეს, სიყვარულს და ჯანმრთელობას! 

სულ ასეთი გახარებულები ყოფილიყავით, როგორც ჩვენი პატარები არიან ახლა!

გილოცავთ, მოსწავლეებს და სრულიად საქართველოს, ახალ წელს! სიკეთის, ბედნიერების, ჯანმრთელობის, მშვიდობის, გაერთიანების, წარმატების, წინსვლის... ოცნებების ახდენის წელი ყოფილიყოს“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება