მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები და ისტ-ის პედაგოგი ხათუნი ასანიძე თბილისში კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულს შეუერთდნენ. კვირეული მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას პროგრამირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით.
„ჩვენი სკოლის V კლასის მოსწავლებმა გიორგი ცერცვაძემ და ზაზა გოგოლაძემ (კლასის დამრიგებელი სოფო ბიწაძე) დაბრუნებისას წარმოადგინეს პრეზენტაცია თანაკლასელების წინაშე, რომლის შინაარსიც კვირეულში წარმოდგენილ თემის შთაბეჭდილებას მოიცავდა, თემა - კოდირების საათი, რობოტიკა - რომელიც გაგვაცნო ქალბატონმა ნანა ნოზაძემ (თბილისის კლასიკური გიმნაზიის ისტ-ის მენტორი მასწავლებელი, ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციული და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი) და მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურს „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულმა მოსწავლეებმა (თბილისის კლასიკური გიმნაზიის X კლასის მოსწავლე დაჩი გრძელიშვილი, თბილისის კლასიკური გიმნაზიის IX კლასის მოსწავლე ბაია გრძელიშვილი, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის X კლასის მოსწავლე რატი ვარდიაშვილი, გიმნაზია აია-GESS -ის X კლასის მოსწავლე მარიამ შენგელია, გიმნაზია აია-GESS -ის IX კლასის მოსწავლე გეგა შავდათუაშვილი, სკოლა „პროგრესი“ IX კლასის მოსწავლე მარიამ ნინუა).
შეხვდერის შემდეგ მოსწავლეები შეთანხმდნენ, რომ თვითონაც შეეცდებიან და წარმოადგენენ რობოტებს ისტ-ის გაკვეთილზე და შემდგომ მიიღებენ მონაწილეობას „კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულშიც“. ეს ჩვენი სკოლის მოსწავლეების შემოქმედების დასაწყისია. ამ მიზნის მისაღწევად მოსწავლეებს დაეხმარება სკოლაში წარმატებით განხორციელებული ,,ახალი სკოლის მოდელის“ პროექტი, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს მისცემს 21-ე საუკუნის რეალობისთვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
წარმოგიდგენთ ჩვენი მოსწავლეების პირველ შემოქმედებას „რობოტები“,- აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა