ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გუნდურ ოლიმპიადაში პირველი ადგილი დაიკავეს
17-01-2020
დაკოპირებულია
-
+
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გუნდურ ოლიმპიადაში- „განთიადი“ საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დიპლომები, ასევე ფასიანი საჩუქრები და შაბათის სკოლის 30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი მიიღეს.
ოლიმპიადაში ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-3დ კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი ზოია ზაზაშვილი) და მე-6ე კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი ელისო ლებანიძე, მათემატიკის მასწავლებელი დიანა ზუმბაძე) მონაწილეობდნენ.
მე-3დ კლასიდან მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები: ანანო გიგოლაშვილი, ილია მსხვილიძე, მარიამ ბერიძე, მარიამ მერაბიშვილი, ნიკოლოზ კბილაშვილი. მე-6ე კლასიდან კი მოსწავლეები: მარიამ ტაბატაძე, მარიამ ჭაბაშვილი, ნინო კაპანაძე, მარიამ ჯვარიძე, მარიამ ილაშვილი.
„2019 წლის ოქტომბერში ჩატარდა გუნდური ოლიმპიადა „განთიადის“ I და II ტური მათემატიკასა და ქართულში. მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლის II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეებს. გუნდი შედგებოდა ხუთი მოსწავლისგან. გუნდის წევრები ტესტზე მუშაობდნენ ინდივიდუალურად. ყველა მონაწილე გუნდი ორივე ტურში იღებდა მონაწილეობას.
ორივე კლასის მოსწავლეებმა გუნდურ ოლიმპიადაში დაიკავეს საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი და მიიღეს, როგორც დიპლომები, ასევე ფასიანი საჩუქრები და შაბათის სკოლის 30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი“,- წერს სკოლის წარმომადგენელი.