მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უახლოეს მომავალში მთავრობის სხდომაზე ნორმატიულ აქტში ცვლილებას შეიტანენ, რომლის მიხედვითაც, რუსული ენისა და ლიტერატურის ის მასწავლებლები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ რუსული, როგორც მეორე უცხოური ენა, სტატუსის დანამატს მიიღებენ. საუბარია რუსულ ენოვანი სკოლების მასწავლებლებზე.
ჯერჯერობით, ესაა პროექტი, თუმცა როგორც Etaloni.ge-ს მასწავლებელთა დამოუკიდებელი პროფკავშირების პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ გაუმხილა, განხილვები უკვე დაწყებულია, განათლების სამინისტროც საქმის კურსშია და მთავრობის სხდომაზე ამ ცვლილებებს აუცილებლად დაამტკიცებენ.
„ეს მასწავლებლები სტატუსის დანამატს მიიღებენ. მოხარულები ვართ, რომ მათი უფლებები იქნება დაცული, ცვლილებების პროექტი უახლოეს მომავალში მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება და რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ რუსული, როგორც მეორე უცხოური ენა, სტატუსის დანამატს მიიღებენ.“ , - აღნიშნა მაია კობახიძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა