მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
etaloni.ge-სა და izrune.ge-ს ერთობლივი საახალწლო კონკურსი დასრულდა. სკოლების მიერ გადაღებული 2020 წლის საახალწლო ზეიმის ამსახველი ფოტოები etaloni.ge-ს facebook გვერდზე განთავსდა. გამარჯვებულები Facebook-ზე მოწონებების მიხედვით გამოვლინდნენ. გარდა ამისა, დასახელდა „ეტალონის“ და izrune.ge-ს შემოქმედებითი ჯგუფის რჩეულები.
სკოლის საახალწლო ზეიმის კონკურსში გამარჯვებულები სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან.
სკოლების პოპულარიზაციისა და სკოლებში შემოქმედებითი პროცესების წასახალისებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები ასეთია:
მოწონებების მიხედვით პირველ ადგილზე გავიდა თბილისის N71 საჯარო სკოლა. საკონკურსო ფოტომ 3000 მოწონება დაისახურა.
მეორე ადგილს იკავებს ყვარლის N2 საჯარო სკოლა, 2 600 მოწონებით.
1662 მოწონება დააგროვა და მესამე ადგილი დაიმსახურა ვანის მუნიციპალიტეტის ფერეთის საჯარო სკოლამ.
რაც შეეხება „ეტალონისა“ და „იზრუნეს“ რჩეულებს:
„ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფის რჩეულია გორისის საჯარო სკოლა, მათ ფოტოს 862 მოწონება აქვს.
მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური პორტალ izrune.ge-ს შემოქმედებითი გუნდის რჩეული კი გახდა თბილისის N173 საჯარო სკოლა, რომლის საკონკურსო ფოტომ 354 მოწონება დააგროვა.
კონკურსის პირობებით, საკონკურსო ფოტოს გამოგზავნა სკოლას შეეძლო 4 დეკემბრიდან 16 იანვრის ჩათვლით. ფოტოზე აუცილებელად უნდა ყოფილიყო ასახული სკოლის საახალწლო ზეიმი, ახალი წლის მოსვლასთან დაკავშირებული ემოციები და საახალწლო გაფორმებები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა