სიახლეები
სიახლეები

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამით დაინტერესებული პირების საყურადღებოდ
17-01-2020
-
+


განათლების საერთაშორისო ცენტრი იტალიაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამით დაინტერესებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებს. 

ცენტრის ინფორმაციი, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები 20-23 იანვარს გაიმართება. ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის  კურსდამთავრებულები დაესწრებიან, ისინი დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე არსებული შესაძლებლობების, გამოწვევებისა და ინოვაციების შესახებ. 

„შეხვედრას იტალიაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით დაინტერესებულ  საქართველოს მოქალაქეებთან -  მოდენას, აქვილას, ბოლონიის, პიემონტეს უნივერსიტეტების, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, მილანის ბიკოჩას უნივერსიტეტის, ასევე, სიენასა და სასარის უნივერსიტეტების წარმომადგენლები ჩაატარებენ, რომლებიც საქართველოში იტალიის საელჩოს მოწვევით ჩამოვლენ.

22 იანვარს, 10 საათზე, პროგრამით დაინტერესებულ საზოგადოებას განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე და იტალიის ელჩი საქართველოში  ენრიკო ვალვო შეხვდებიან და პროგრამის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ისაუბრებენ.

პროგრამა - „Doctorate Lab - მომავალი დოქტორანტებისათვის’’ ხორციელდება ცენტრის საერთაშორისო პარტნიორების - საქართველოში იტალიის, უნგრეთისა და საფრანგეთის საელჩოების მხარდაჭერით, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამისი ქვეყნებიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების საქართველოში მოწვევას და ვიზიტის ორგანიზებას.

აღნიშნული პროგრამის მიზანია, საქართველოში უმაღლესი განათლების (დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურის) წახალისება/მხარდაჭერა, ხელმისაწვდომობის გაზრდა საერთაშორისო დონეზე. ასევე, ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობა, რათა გაიღრმავონ ცოდნა საერთაშორისო დონეზე დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურზე", - აღნიშნულია განათლების საერთაშორისო ცენტრის განცხადებაში.

იხილეთ შეხვედრების განრიგი:

20 იანვარი, 2020

  • 10:00-12:00   Università degli Studi di Modena e Reggio Emilia
  • 12:00-13:00   შესვენება
  • 13:00-15:00   Università degli Studi dell’Aquila
21 იანვარი, 2020

  • 10:00-12:00   Alma Mater Studiorum Univeristà di Bologna
  • 12:00-13:00   შესვენება
  • 13:00-15:00   Università degli Studi del Piemonte Orientale Amedeo Avogadro
22 იანვარი, 2020

  • 10:00-12:00   Politecnico di Milano
  • 12:00-13:00   შესვენება
  • 13:00-15:00   Università degli Studi di Milano-Bicocca
23 იანვარი, 2020

  • 09:30-11:30   Università degli Studi di Siena
  • 11:30-12:30   შესვენება
  • 12:30-14:30   Università degli Studi di Sassari

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება