მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც სტატუსი იანვრის ბოლომდე უნდა აემაღლებინათ, მაგრამ ვადებში ვერ ჩაეტივნენ, კვლევის ხარვეზის გამოსწორება შეეძლებათ და მათთვის გარე დაკვირვებზე ხელახალი რეგისტრაცია გამოცხადდება. ამის შესახებ Etaloni.ge-ს განათლების პროფკავშირების პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ განუცხადა:
„ჩვენი ორგანიზაცია საქმიანობას წარმართავს ყველა კატეგორიის მასწავლებლის საჭიროებიდან გამომდინარე; უფროსი მასწავლებლებისთვის, რომლებიც ვერ ჩაეტივნენ ვადებში და იანვრის ბოლომდე ჰქონდათ სტატუსის ამაღლების ვადა, შედგება ახალი ნორმატიული აქტი და ახალი ვადები დაწესდება კარიერული წინსვლისთვის.
ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან და ეს შეთანხმება არის შემდეგი: შემუშავდა გარდამავალი დებულება და გარდამავალ დებულებაში ასეთ პედაგოგებს დაუწესდათ შეღავათები. უფროსი მასწავლებლებისთვის, რომელთაც კვლევა დაუხარვეზდათ ან/და გარე დაკვირვება დარჩათ გასავლელი, ვადებმა გადაიწია. მათ შეეძლებათ, იანვრის შემდეგ კვლევის ხარვეზის გამოსწორება და მათთვის გარე დაკვირვებაზე გამოცხადდება რეგისტრაცია“.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა