სიახლეები
სიახლეები

ზოდიაქოს ერთი ნიშანი, რომელსაც ერთი თვე საუკეთესო ექნება და 2 ნიშანი, რომელმაც 24 იანვრამდე ყველაფერი უნდა მოასწროს
20-01-2020
-
+


ამ კვირაში მზე ინაცვლებს ყველაზე თავისუფლებისმოყვარე, ორიგინალურ ზოდიაქოს ნიშანში - მერწყულში. ეს ნიშანი ერთი თვე იქნება ჩვენი მასპინძელი და შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში მოიმატებს არასტანდარტული და გონებამახვილური მოქმედებები.

კვირის მეორე მნიშვნელოვანი მოვლენაა 25 იანვარს. ამ დღეს დგება ჩინური ახალი წელი და სინამდვილეში, სწორედ აქედან შემოდის ვირთხის წელი. გაითვალისწინეთ, 24 იანვრამდე კარგი პერიოდია, 24-ის შემდეგ სიტუაცია იცვლება და თებერვლამდე სირთულეები მოიმატებს ყველას ცხოვრებაში. გარდა ახალი წლისა, 25 იანვარი ახალმთვარეობაცაა. ამიტომ ეს დღე ორმაგად მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ამ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს, გაეცანით თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის დეტალურად:

ვერძი - აქტიური და ინიციატივიანი ხდებით, ამბიციები გაგეზრდებათ. ემოციური დაძაბულობა ხელს შეგიშლით, შეიძლება დაგეძაბოთ ურთიერთობები. დიპლომატია და თავდაჭერა გმართებთ.

კურო - დიდი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე, თქვენი ამბიციები ზღვარს გადადის. ნუ მოინდომებთ ლიდერობას, ეს უკვე სასაცილო მდგომარეობაში ჩაგაყენებთ. იყავით მეორე და მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე.

ტყუპი - კარგი პერიოდი გაქვთ. საინტერესო იდეების რეალიზების დროა. თუ ჟურნალისტიკაში ან იურიდიულ სფეროში ხართ, წინსვლის შანსი გაქვთ. ტყუილებმა შეიძლება ავანტურული იდეებამდე მიგიყვანოთ, ამიტომ ფრთხილად იყავით ამ კუთხით.

კირჩხიბი - ენეგიულობა და იღბლიანობა გემატებათ, თუმცა 24 იანვრიდან ყურადღებით იყავით. შეიძლება დაგეძაბოთ ურთიერთობა ოჯახში. 24-25 ფრთხილად გაიარეთ.

ლომი - ძალიან კარგი პერიოდია, განსაკუთრებული ლტოლვა გექნებათ სიყვარულისა და ხელოვნებისადმი. იდეების რეალიზებას მოახდენთ.

ქალწული - ძირითადი დრო დაუთმეთ კარიერას. პირად ურთიერთობებში კი სიფრთხილე გმართებთ, ნუ იქნებით ზედმეტად პირდაპირები.

სასწორი - ერთ-ერთი წარმატებული ხართ ამ კვირაში. ესთეტი და დიპლომატიური ხართ. ინტერნეტით შეიძლება საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ, რაც ხელს შეგიწყობთ წარმატებაში. ამ დღეებში თქვენი პირადი ურთიერთობებიც დალაგდება.  

მორიელი - დიდი ყურადღება მიაქციეთ კარიერას, წინსვლის დიდი შანსი გაქვთ. პირად ურთიერთობებში კი ფრთხილად იყავით.

მშვილდოსანი - შეიძლება იშოვოთ ფული, მაგრამ გასავალი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი. სხვა მხრივ ეს პერიოდი კარგია თქვენთვის, განწყობაც კარგი გექნებათ.

თხის რქა - ძალიან ინიციატივიანი ხართ. შეიძლება გაიცნოთ ისეთი ადამიანი, ვინც დაწინაურდება და თქვენც გამოგადგებათ. ამ კვირაში წინსვლის შესაძლებლობა გაქვთ.

მერწყული - დღეიდან უფრო თავისუფალი ხდებით, ყველა თქვენს გვერდით არის. იგრძნობთ, რომ ყველაფერი გამოგდით. იღბალი თქვენს მხარესაა. მოემზადეთ მთელი თვე თქვენთვის იქნება საუკეთესო.

თევზები - პირადი და სამსახურეობრივი საკითხების გაუმჯობესება 24 რიცხვამდე უნდა მოასწროთ. შემდეგ უკვე ენერგოტონუსი მცირდება და ემოციურად გაღიზიანებული ხდებით, ნუ გექნებათ სხვისი დაპირების იმედი, მხოლოდ საკუთარ თავს დაეყდენით.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სიახლეები
საზოგადოება