სიახლეები
საინტერესო

5 ჩვევა, რომლებიც მასწავლებელს საკუთარი სამსახურის სიყვარულში უშლის ხელს
16-06-2020
-
+


მასწავლებელი - ერთ-ერთი ყველაზე რთული, საინტერესო და ძველი პროფესიაა. ამ პროფესიის უპირატესობების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია.

ამჯერად გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, რომელიც მასწავლებელს საკუთარი სამსახურის სიყვარულში უშლის ხელს.

სამსახური როგორც ჩვევა

წლიდან-წლამდე ერთი და იგივე თემები, ერთნაირი თემატური ღონისძიებები და სწავლების მეთოდები. თუ პირველ წლებში ახალგაზრდა პედაგოგი მზადაა მოსინჯოს სხვადასხვა სასწავლო მეთოდები, სტაჟიანი პედაგოგი უფრო ნაკლებად იჩენს ინიციატივას. მოსწავლეები გრძნობენ, როდის ხდება მასწავლებლის სამუშაო რუტინული. რაც მათი ინტერესის და მოტივაციის დაკარგვას იწვევს: „რატომ ვისწავლო ეს, თუ თემა მასწავლებლისთვისაც კი უინტერესოა?

შეეცადეთ გაამრავალფეროვნოთ​ გაკვეთილი, ახალი სასწავლო მეთოდებითა და მიდგომებით. ასევე გამოგადგებათ - როგორ ვიყოთ მოტივირებული მასწავლებელი? - 5 რჩევა

ვერ აღწევთ თავს დამრიგებლურ სასაუბრო ტონს 

დაყენებული ხმა, აღმზრდელობითი ინტონაცია და მკაფიო დიქცია - შესანიშნავია. გაკვეთილზე ისინი დისციპლინის დამყარებაში გეხმარებიან. 

მაგრამ სხვა საქმეა, თუ როცა საქმე პერსონალურ ურთიერთობებს და საუბარს ეხება. მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია გაიგოს, რომ პედაგოგი ყოველთვის მენტორი არ არის, რომ ის ასევე ადამიანია და მარტივი ადამიანური პრობლემები და ემოციები ესმის.

პერფექციონიზმი

ბევრი მასწავლებელი ცდილობს გახდეს იდეალური, პერფექციონიზმის უფსკრულში გადაშვებით. ეს კი ყოველთვის კარგი არ არის. თითოეულ წარუმატებლობას ისინი სხვებზე მძიმედ განიცდიან. ეშინიათ ავტორიტეტის დაკარგვის ან შეცდომის დაშვების.

პერფექციონისტი პედაგოგისთვის იმის აღიარება, რომ მის სწორ აზრს ალტერნატივა აქვს, მათ შორის მოსწავლეებში - სიკვდილის ტოლფასია. შედეგად მოსწავლეები სწავლისადმი ინტერესს და ცნობისმოყვარეობას კარგავენ და შაბლონურად აზროვნებენ. იდეალისკენ სწრაფვით ასეთი მასწავლებელი არ ინდობს არც საკუთარ თავს, არც ახლობლებს და არც მოსწავლეებს.

სკოლაში ისედაც უამრავი წესი და აკრძალვაა. მათი გადამეტებული დევნა მოსწავლეებს მოტივაციას უკლავს. 

მასწავლებლებს უნდა ახსოვდეთ, რომ შეცდომებს ყველა უშვებს და ტრაგიკული არაფერია. გააცნობიერეთ, რომ არ არსებობს არაფერი იდეალური. იდეალურობისკენ სწრაფვა საქებარია, მაგრამ ამ დევნაში თავს ნუ დაკარგავთ.

ჰიპერპასუხისმგებლობა

დაგეგმო საახალწლო ღონისძიება, მორთო კლასი, დაწერო გაკვეთილის გეგმა და კიდევ ათასი საქმე და პასუხისმგებლობა, რომელიც მასწავლებელს აწევს მხრებზე.

ამ ყველაფერს მასწავლებელი ფიზიკურ და ემოციურ გადაწვამდე მიჰყავს. 

სცადეთ უფლებამოსილებების გადანაწილება. მაგალითად, მოსწავლეებს კლასის მორთვაში დახმარება სთხოვეთ. ცუდი არაფერი მოხდება თუ თქვენი საქმის ნაწილს სხვები გააკეთებენ.

ემოციური დაძაბულობა

მასწავლებელი ყოველთვის აძლევს მაგალითს კოლეგებს და მოსწავლეებს. მან საკუთარი ემოციები უნდა მართოს, მოსწავლეებთან ხმას არ უნდა აუწიოს, უხეშობას უხეშობით და აგრესიას აგრესიით არ უნდა უპასუხოს. ნერვების მოთოკვა უნდა იცოდეს. მაგრამ ემოციების შეკავება ფსიქოსომატურ დაავადებებს იწვევს.

ამიტომ ნუ შეგეშინდებათ იყოთ ადამიანი, გულწრფელად უთხარით მოსწავლეს რა არის მის სიტყვებში არასასიამოვნო.  

იხილეთ ასევე - თანამედროვე მასწავლებლის ტოპ 7 პროფესიული უნარი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება