სიახლეები
სიახლეები

N76-ე საბავშვო ბაღი 2 თვეზე მეტია დახურულია - რას ითხოვენ მშობლები და რას პასუხობს ბაღების სააგენტო მათ?
20-01-2020
-
+


თბილისის 76-ე საბავშვო ბაგა-ბაღი ორ თვეზე მეტია დახურულია. მშობლების უმეტესობას ბავშვები ბაღში ვერ დაჰყავს და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს დროული რეაგირებას ან ალტერანტიული ფართის გამოყოფას სთხოვენ. სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ბაღის დახურვის მიზეზი საძირკვლიდან ბიო გაზების ამოსვლაა და ჯერჯერობით ვერ ამბობენ, როდის შეძლებენ ბაღის გახსნას და სააღმზრდელო პროცესის აღდგენას.

როგორ etaloni.ge-სთან 76-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი აღნიშნავს, 2 თვეზე მეტია ბავშვებს საბავშვო ბაღში ვერ ატარებენ. სააგენტოს არც ალტერნატიული ფართი შეუთავაზებია და შესაბამისი სამუშაოებიც მხოლოდ მათი შეკრების შემდგომ ჩაატარეს თუმცა პასუხი კვლავ არ იციან.

„18 ნოემბერს დაკეტეს ბაღი, თქვეს რომ აირი იყო დაგროვილი საბავშვო ბაგის ოთახებში, რაც ბავშვებისთვის არის მომწამვლელი ამიტომ უნდა ჩაეტარებინათ ექსპერტიზა რომ გაეგოთ რა ნივთიერება იყო დაგროვილი, ჩვენც რა თქმა უნდა ველოდით პასუხს და არც გვიფიქრია  გაპროტესტება. როცა ვკითხულობდით რა ხდებოდა, გვპასუხობდნენ, რომ დასკვნას ელოდებოდნენ, თუმცა 2 თვე ისე გავიდა არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა. ამის შემდგომ მშობლებმა გადავწყვიტეთ ბაღში მისვლა და შეკრება რომ გაგვეგო რა ხდებოდა, ზუსტად იმ დღეს მოიყვანეს გეოლოგები. არც პასუხი მიუღიათ რა ნივთიერებაა არც ჩვენთვის მოუწოდებიათ ინფორმაცია. გვითხრეს, რომ 15 იანვარს განახლდებოდა სწავლა, თუმცა  რომ არ დაიწყო ეს გავაპროტესტეთ.

ალტერნატიული ფართის გამოყოფა მოვითხოვეთ, თუმცა გვითხრეს რომ ფართი ჩვენ უნდა მოგვეძიებინა. მაგდენი რომ შეგვეძლოს ბაღშიც არ ვატარებდით ბავშვს. ახლა გვეუბნებიან რომ 2 კვირაში დაიდება პასუხი და ვნახოთ რა იქნება, თუმცა მგონია, რომ ესეც თვალის ასახვევად ითქვა“, - გვითხრა ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა.

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ განგვიმარტა, ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხის შემცველია და მშობლები გაფრთხილებულები არიან, თუმცა 15 იანვარს სააღმზრდელო პროცესის განახლების შესახებ ინფორმაცია მათ არ გაუვრცელებიათ.

„საბავშო ბაღი დახურულია. ამის მიზეზი არის ბაღის ნიადაგიდან ანუ საძირკვლიდან ამომავალი ბიო გაზი, რომელიც საფრთხის შემცველია და არსებობს ამის შესაბამისი წერილები. ბაღების სააგენტო თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებებთან, რათა იპოვნოს გამოსავალი თუ როგორ აღდგეს სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღში, რადგან დღევანდელი მოცემულობით და აირის იმ შემცველობით, რომელიც ოთახებში ფიქსირდება არათუ ბავშვის არამედ ზრდასრული ადამიანის გაჩერებაც არ შეიძლება.

15 იანვარს საბავშვო ბარის განახლების შესახებ არავის უთქვამს მშობლებისთვის. ჩვენი მოადგილე შეხვდა მშობლებს და უთხრა, რომ მძიმე ვითარება იყო. აღნიშნული ვითარება, არა მხოლოდ ბაღის, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზეცაა.

ჩვენ მივმართეთ სხვადასხვა უწყებებს, ვიცით რომ ბიო გაზია, მაგრამ ტექნიკურად რა უნდა გაკეთდეს, რომ ბავშვების დაბრუნება შეიძლებოდეს, ამის დასკვნა არ არის დაწერილი. კავშირი გვაქვს ყველა შესაძლო უწყებასთან. მათ შორის, პასუხს ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროსგანაც“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

უწყების განმარტებითვე, მათ მშობლებს შესთავაზეს ბავშვები დროებით სხვა ბაღში გადაეყვანათ და აღსაზრდელთა ნაწილი დათანხმდა. რაც შეეხება ალტერნატიული ფართის გამოყოფას, სააგენტოს თქმით, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და ჯერჯერობით არც განიხილება.

„გვესმის მშობლების  გასაჭირი ამიტომ შევთავაზეთ, რომ სურვილის მიხედვით მათ მიერ არჩეულ ნებისმიერ ბაღში გავუკეთებდით დროებით რეგისტრაციას, აღსაზრდელების ნაწილი გადავიდა სხვა ბაღში, ნაწილმა უარი თქვა ამაზე. დაახლოებით 30-მდე ბავშვი გადაყვანილია სხვა ბაღში.

ალტერნატიული ფართიც რომ მოიძებნოს, ის ფართი უნდა მოეწყოს შესაბამისად. უნდა შევიდეს სამ ფაზიანი დენი რომ ელექტროქურები გაკეთდეს, დამონტაჟდეს უსაფრთხოების კამერები, გაკეთდეს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა. ამ ყველაფერს დაახლოებით 2-3 თვე სჭირდება“, - განაცხადეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში.

etaloni.ge-ს კითხვაზე შესაძლებელია თუ არა რომ აღნიშნული ბიო გაზების გამო საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი სრულიად შეწყდეს და ბაღმა ფუნქციონირება შეწყვიტოს, ბაღების სააგენტო გვპასუხობს, რომ „ყველაფერი დამოკიდებულია ექსპერტების დასკვნაზე. თუ ისინი დაწერენ რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, მერე სხვა გადაწყვეტილება იქნება მისაღები, მაგრამ ამაზე  საუბარი ჯერ არ არის“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება