სიახლეები
საინტერესო , რჩევები

„ნახე, როგორი ნიჭიერია შენი კლასელი, შენ კი...“ - რატომ არ უნდა შეადაროს მასწავლებელმა და მშობელმა ბავშვი სხვებს?
18-02-2020
-
+


„ნახე, რა კარგად სწავლობს შენი კლასელი, როგორი ნიჭიერი და მონდომებულია, შენ კი...“ - მსგავსი ფრაზები, რომლებსაც მასწავლებლები და მშობლები მოზარდების მისამართით იყენებენ, არაერთი ბავშვისთვის გამხდარა ჩაგვრისა და დამცირების მიზეზი. ხშირად უფროსები, ვერც იაზრებენ, რა ზიანი შეიძლება მიადგეს მოზარდს მაშინ, როცა გამუდმებით ვიღაცას ადარებენ.

შედარება შეიძლება ორგვარი იყოს: მაღალი სოციალური შედარებისას ჩვენ გვადარებენ მათ, ვინც ჩვენზე „უკეთესია“, მაგალითად, უფრო წარმატებულია და მოგვიწოდებენ, რომ ჩვენც ასეთები გავხდეთ. დაბალი სოციალური შედარება კი გულისხმობს პარალელის გავლებას ჩვენზე „უარესთან“ და თვითდამშვიდებას იმით, რომ სხვები ჩვენზე უფრო წარუმატებლები არიან.

როგორც წესი, მასწავლებლებს მაღალი სოციალური შედარება უყვართ. მათ ჰყავთ ხოლმე გამორჩეული მოსწავლე, რომელიც ყოველთვის მომზადებული მოდის გაკვეთილზე და გულისყურით ისმენს ახალ მასალას. სწორედ ისინი ხდებიან შესადარებელი ობიექტები ყველა დანარჩენი მოსწავლისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ.  

ბავშვების შედარებას, ფავორიტების გამოყოფასა და კონკურენციის წახალისებას რამდენიმე უარყოფითი მხარე აქვს:

სტრესი 

როცა ბავშვს გამუდმებით შთააგონებთ, რომ სხვები მასზე უკეთესები არიან, ეს მასში არაკომპეტენტურობის განცდას იწვევს. მოზარდობის პერიოდში ძალიან ძნელი გადასატანია, როცა ფიქრობ, რომ შენ ყველაფერი უფრო ცუდად გამოგდის, ვიდრე ამას სხვები ახერხებენ. შეიძლება ბავშვს დეპრესიაც კი განუვითარდეს და ჩათვალოს, რომ ის არასრულფასოვანია, სხვები კი წარმატებულები და სრულფასოვნები არიან. 

მოტივაციის მოკვლა

არსებობენ ადამიანები, ვინც მოტივირებულები ხდებიან, როცა სხვები რაიმეს მათზე უკეთ ართმევენ თავს, თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს სასოწარკვეთისა და პესიმიზმის მიზეზი გახდეს. მოსწავლეებს, რომლებსაც შექება ამოტივირებთ და ასეთი საკმაოდ ბევრია, სულაც ვერ დაეხმარება თქვენ მიერ მოყვანილი მაგალითები სხვების წარმატებაზე.

შური

გარდა, თავად ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობისა, თქვენ ამგვარი საქციელით მის თანატოლებთან ურთიერთობასაც აფუჭებთ, რადგან შეიძლება მოსწავლეს მტრული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს იმ ბავშვის მიმართ, ვისაც თქვენ ადარებთ. შეიძლება ჩათვალოს, რომ სწორედ მისი არსებობაა პრობლემა, რომ არა ის, მისი ცხოვრებაც გაცილებით მარტივი იქნებოდა და მისით ყველა კმაყოფილი დარჩებოდა.

სხვების მიზნები

იმის გამო, რომ მშობლები და მასწავლებლები ავტორიტეტები არიან, შეიძლება ბავშვებმა მათი მიზნები დაისახონ. ასე ხდება ხოლმე, როცა ადამიანი მთელი ცხოვრება რაღაცას უძღვნის და ბოლოს აღმოაჩენს, რომ ის, რისკენაც მთელი ცხოვრება მიდიოდა, სინამდვილეში სხვისი მიზანი იყო. 

და ბოლოს, თუ ბავშვების მოტივირება გინდათ, უბრალოდ შეეცადეთ, მათ ინდივიდუალური მიზნები დაუსახოთ და სხვებთან შედარების ნაცვლად, ინტერესი გაუღვივოთ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება