მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების და კულტურის სამინისტროების გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში შეთანხმება მიღწეულია. როგორც etaloni.ge-სთან განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის პირველმა მდივანმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, შეთანხმება არსებობს, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადება პრემიერ მინისტრის პრეროგატივაა.
„შეთანხმება მიღწეულია. ჩემი პოზიცია დიდი ხანია ცნობილია. ამ საკითხზე მოწინააღმდეგე არ მეგულება. გადაწყვეტილების მიღება და გამოცხადება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.
ვერ გეტყვით გადაწყვეტილებას როდის მიიღებს პრემიერი, თუმცა რაც პარლამენტზე იქნება დამოკიდებული, დარწმუნებული ვარ რომ ჩვენთან ამ საკითხზე წინააღმდეგობა არ იქნება“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
აღსანიშნავია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელის დანიშვნის შემდგომ უწყებიდან კულტურის გამოყოფის საკითხი აქტიური გახდა. აღნიშნული იდეის მომხრე და ერთ-ერთი ინიციატორი თავად მიხეილ ჩხენკელია, თუმცა მინისტრის პოზიციით, სპორტი კვლავ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა