მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პროფესიონალი მასწავლებელი არასოდეს არ ჰკითხავს მოსწავლეს ზედმეტს და უადგილოს. სკოლის მოსწავლემ კი უნდა იცოდეს, რომ მასწავლებელი პატივსაცემი ადამიანია, მაგრამ მანაც კი შესაძლოა დასვას კითხვა, რომელსაც შეუძლია პასუხი არ გასცეს.
„ავადმყოფობ?“ „რა გაწუხებს“
თუ მასწავლებელი ამდენად მგრძნობიარე და მზრუნველი ადამიანია, მას შეუძლია დაინტერესდეს მოსწავლის ჯანმრთელობით სკოლის ექიმთან, მაგრამ არა თავად ბავშვთან.
„ღმერთის გწამს?“
რელიგიური რწმენის შესახებ კითხვები უტაქტოდ ითვლება, თუ თავად არ უნდა ამის შესახებ ადამიანს საუბარი. და თუ გავითვალისწინებთ, რომ რელიგიის საკითხი - ეს ზრდასრული ადამიანის პირადი არჩევანის საკითხია, მაშინ მისი ბავშვისთვის დასმა ორმაგად უტაქტოა.
„მოგწონს ჩვენი პრემირ-მინისტრი/პრეზიდენტი? „რა აზრის ხარ ჩვენს მთავრობაზე?“ და ა.შ.
რა თქმა უნდა, ისტორიის გაკვეთილზე სკოლის მოსწავლეები პოლიტიკურ თემებსაც განიხილავენ. ეს ანალიტიკური უნარების განვითარებას უწყობს ხელს და ერუდიციას ამაღლებს.
მაგრამ პირადი და ოჯახური პოლიტიკური შეხედულებების შესახებ კითხვების დასმა არაეთიკურია.
„რა გინდა საჭირო ოთახში“
ვარიანტები: „რატომ არ შეხვედი ტუალეტში შესვენებაზე?“ „მოთმენა არ შეგიძლია?“, „რატომ დარბიხარ იქ ასე ხშირად?“ .
მოსწავლეს სრული უფლება აქვს მსგავს კითხვებს პასუხი არ გასცეს, განსაკუთრებით თუ მასწავლებელი მას მთელი კლასის წინაშე უსვამს.
უმცროსკლასელებს ბუნებრივი მოთხოვნილებების კონტროლი ყოველთვის არ შეუძლიათ, ამიტომ შესვენებაზე გართობით გატაცებულს, ტუალეტი მაშინ ახსენდება, როდესაც გაკვეთილი იწყება. თუ ბავშვი გასვლას ითხოვს, სავარაუდოდ, მას ეს ნამდვილად სჭირდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება