მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელს შეეძლება, იყოს საგნობრივი ჯგუფის და არა, ერთი კონკრეტული საგნის პედაგოგი, - მსგავსი ცვლილებების პაკეტი ნორმატიულ აქტში უკვე შემუშავდა და მალე მთავრობას წარედგინება დასამტკიცებლად.
მეცნიერთა და პედაგოგთა გაერთიანებული პროფკავშირის პრეზიდენტი, მაია კობახიძე Etaloni.ge-სთან განმარტავს, რომ თუ მასწავლებელს დიპლომის დანართში მეორე საგანი სრულყოფილად აქვს გავლილი, მას შეეძლება იყოს საგნობრივი ჯგუფის პედაგოგი. მაგალითად, მათემატიკოსებს, შეუძლიათ, ასწავლონ ფიზიკა ან ქიმია, თუ უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ.
მაია კობახიძე დასძენს, რომ მსგავსი ღონისძიება მასწავლებელთა დეფიციტს აღმოფხვრის და „მოგვცემს საშუალებას, არათუ დაიხუროს რომელიმე სოფლის სკოლა, იმიტომ რომ მასწავლებელი არ გვყავს, არამედ უფრო გავაძლიეროთ სკოლები და პედაგოგები. ფინეთმა სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, ჰყოლოდა 2-3 საგნის მასწავლებელი, რომ მოსახლეობამ კლიმატური პირობების გამო დაიწყო მიგრაცია. ჩვენც გვაქვს მსგავსი პრობლემა - მაღალმთიანი რეგიონებიდან არის მიგრაცია, გვაქვს მცირეკონტინგენტიანი სკოლები და ეს ღონისძიება ერთგვარი პრევენცია იქნება“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა