სიახლეები
საინტერესო

დედაც და პედაგოგიც - როგორია, როცა საკუთარი შვილის მასწავლებელი ხარ?
03-03-2020
-
+


მასწავლებლების უმეტესობას ბავშვები ჰყავს. ხანდახან კი ხდება ისე, რომ პროფესიით პედაგოგი დედის შვილი მისსავე კლასშიც აღმოჩნდება ხოლმე. 

ამ სიტუაციაში ბევრს უჭირს თავი აარიდოს ორი უკიდურესობიდან ერთ-ერთს: ვიღაც საკუთარ მოსწავლე შვილს სხვებზე მეტ ყურადღებას უთმობს, სხვა კი მას პრინციპულად უყურადღებოდ ტოვებს. 

მასწავლებლის შვილი

მარტივი არ არის იყო მასწავლებლის შვილი. რადგან სკოლაში თითქმის ყველა გიცნობს და მოთხოვნები შენს მიმართ განსაკუთრებულია. ასეთ მოსწავლეს უწევს დიდი გარჯა, იმედი არ გაუცრუოს პედაგოგ მშობელს. მის დედას რომ არავინ წამოაძახოს, სხვის ბავშვებს მოძღვრავს და ასწავლის, საკუთარს კი ყურადღებასაც არ აქცევსო.

სამწუხაროდ მასწავლებლის შვილს ემატება საპასუხისმგებლო მისია - იყოს მშობლის წარმომადგენელი სკოლაში. ეს კი საკმაოდ რთულია.

გაკვეთილზე მშობელი მასწავლებელი ჩვეულებრივ უფრო მკაცრად გეკითხება, შესაძლოა ორიანიც დაგიწეროს, თუ რაღაც არ ისწავლე, შემდეგ კი სახლშიც გაგკიცხოს ცუდი ნიშნის გამო.  

მასწავლებელი დედა

მასწავლებლისთვისაც არ არის მარტივი იყოს მშობელი. პედაგოგ-მშობელს
გამუდმებით თანსდევს აზრი: „კარგ მასწავლებელს უნდა ჰყავდეს კარგი შვილები“. რაც თვითშეფასებაზე დიდი გავლენას ახდენს. მასწავლებლის შფოთვა დაკავშირებულია საკუთარი იმიჯის, როგორც მასწავლებლის და კარგი მშობლის შენარჩუნებაში.

რა სირთულეებმა შესაძლოა იჩინოს თავი: 

  • მშობელი მასწავლებლის მიერ საკუთარი შვილის გაძლიერებული კონტროლი;
  • შვილი მოსწავლის ცოდნისა და უნარების შეფასებისას ობიექტურობის დაკარგვა;
  • სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენება თუ ბავშვს სირთულეები აქვს;
  • კოლეგებთან გაუგებრობა, წყენა და კონფლიქტები თუ შვილს სირთულეები აქვს; 
  • დატვირთული გრაფიკი, რის გამოც შვილს საკმარის დროს ვერ უთმობს;
საყვარელი მოსწავლე

არ შეიძლება მასწავლებელს ჰყავდეს საყვარელი მოსწავლე, რომელსაც ის სხვებისგან გამოარჩევს, მით უმეტეს თუ ის საკუთარი შვილია.  ასევე მასწავლებლის შვილს სხვა მოსწავლეებთან შედარებით არ უნდა ჰქონდეს პრივილეგიები. პირობები ყველასთვის ერთია.  ეს არის დაუწერელი კანონი. 

და, თქვენში დედა უფრო ჭარბობს თუ პედაგოგი?! ახერხებთ ოქროს შუალედის დაცვას?

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

ღონისძიება საერთო სიხარულის, ტრადიციების, სულიერების და კეთილშობილური ღირებულებების გაზიარებად იქცა

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღონისძიებით - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“ დასრულდა
ღონისძიება თითოეული მოსწავლისთვის იქცა ცოდნის, ემოციისა და შემოქმედებითი გამოხატვის შესანიშნავ საშუალებად
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება