მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მსურველ პირთა რეგისტრაცია დაიწყო და 2020 წლის 5 თებერვლის 18:00 სთ-მდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა 2020 წლის 12 თებერვლიდან 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.
ხოლო ღია კარის დღეები მიმდინარე წლის 24 იანვარს და 3 თებერვალს, 15 საათზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ჩატარდება.
ღია კარის დღეებზე შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.
იხილეთ ბრძანება: სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის "2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები" ბრძანება 1.1/1
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა