მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის ჩაოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა სასტუმრო „ჩაოში“ გაფართოებული შეხვედრა მოაწყვეს. შეხვედრა სახელწოდებით „მოზარდობის ხანა“ ნაყოფიერი, მრავლისმთქმელი და ბევრის მომცემი იყო.
„უკვე მეოთხედ, ტრადიციულად საშობაო არდადეგებზე ჩაოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები - „პროგრესული თაობა“ შეხვედრას აწყობს!
გასულ წლებში შევხვდით პროფესიულად რეალიზებულ ადამიანებს. ისინი მოზარდებს ეხმარებიან პროფესიის სწორად არჩევაში...
შევხვდით ჩაოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც დიდი გზა გაიარეს, ცოდნის ტაძრამდე...ვხვდებოდით ფსიქოლოგებს, პოლიციის თანამშრომლებს, პედაგოგებს, ექიმებს, ჟურნალისტებს...ისინი მოზარდებს უყვებოდნენ თავისი საქმიანობის შესახებ, დადებით და უარყოფით მხარეებზე...ყველა შეხვედრა ინფორმაციული სახისაა და ცნობიერების ამაღლებაში გვეხმარება...
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა ყველაზე ნაყოფიერი, მრავლისმთქმელი და ბევრის მომცემი იყო!
ჩვენს შეხვედრას„მოზარდობის ხანა“ ერქვა..შესაბამისად, მხოლოდ მოზარდები მონაწილეობდნენ...
ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ ქალაქ ბათუმის კერძო და საჯარო სკოლის ნიჭიერ მოსწავლეებს..
შეხვედრის ოცივე მონაწილეს წინასწარ ჰქონდათ მიცემული მასალები. შესავსები ანკეტები, რომელიც მოიცავდა მათ მიზნებს, ოცნებებს, უნდა ესაუბრათ საყვარელი საგნის და წაკითხული წიგნების შესახებ, გამოკვეთეს სფერო, რომელიც აინტერესებთ, ქვეყანა, სადაც იმოგზაურებდნენ,გვიამბეს ვინ არის მათთვის ავტორიტეტული პიროვნება და რატომ?გაგვაოცეს მათი სწორი თვითშეფასებით, ისაუბრეს ხასიათის იმ თვისებებზე, რომელიც დადებითად მიაჩნიათ და იციან როგორ მოერიონ და დაძლიონ ნაკლოვანებები...დაფიქრდნენ და გაანალიზეს დროის წრფე-"ჩემი მომავალი. "როგორ ესახებათ მათი მომავალი...ნათლად წარმოგვიდგინეს მათ მიერ განვლილი წარსული, როგორ გრძნობენ თავს აწმყოში და ვინ იქნებიან მომავალში!
საკმაოდ კარგი ხედვა აქვთ არჩეული პროფესიების შესახებ, გაგვანდეს რომ მათი მომავალი პროფესია, რომელსაც დაეუფლებიან დიდი შრომის ფასად მხოლოდ სხვების კეთილდღეობისთვის გამოიყენებენ!
წაკითხული წიგნების შესახებ ერთმანეთს გაუზიარეს დადებითი ემოციები…წაიკითხეს ლექსები...იგალობეს...იმღერეს...შეასრულეს ნახატები„მე და სამყარო“.
დახატეს საკუთარი თავი და ირგვლივ ის სამყარო, რომელსაც გარშემო ხედავენ..
გვქონდა სხვადასხვა აქტივობა,საგნები დაალაგეს პრიორიტეტების მიხედვით, მოცემული სიტყვების გამოყენებით შექმნეს პატარა ჩანახატები, დეა მანჯგალაძემ დაწერა ზღაპარი, სესილი ხალვაშმა წაგვიკითხა ლექსი.შეადარეს საკუთარი თავი და მეგობარი მცენარეს, ცხოველს, გამოთქვეს მოსაზრებები სად მოიაზრებენ საკუთარ თავს და მეგობრებს მომავალში..გაგვიკეთეს ჩანახატები, როგორ გრძნობენ თავს ამინდის მიხედვით..შეხვედრის მეორე ნაწილში მოზარდებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ფილმი-
„მკვდარი პოეტების საზოგადოება!“
ფილმის ნახვის შემდეგ გაიმართა დისკუსია…მოაწყვეს პრეზენტაცია.ფილმში ნანახი პრობლემები დაუკავშირეს დღევანდელობას, რომელიც ყველაზე მეტად აქტუალურია და აწუხებთ მოზარდებს.მნიშვნელოვანია თუ ამ ფილმს მშობლებიც ვნახავთ...ოჯახი, სკოლა და სოციუმი ეს სამი რგოლი უდიდესს როლს ასრულებს მოზარდის განვითარებაში.
ნაყოფიერი შეხვედრის დასასრულს ბავშვებს ვესაუბრეთ თუ რამდენად უნდა უყვარდეთ
სიცოცხლე, როგორ დაძლიონ ცხოვრებისეული სირთულეები, იმეგობრონ მშობლებთან და პედაგოგებთან...მოზარდებმა სათითაოდ გამოთქვეს მოსაზრებები თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის მსგავსი შეხვედრები ...ეს იყო კიდევ ერთი ისტორიული დღე, რომელიც მათ მეხსიერებაში ღრმად დაილექება,“-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ