„ეტალონის“ სახელი ყოველთვის სასიხარულო მოლოდინს, წარმატებებსა და გამარჯვებებს უკავშირდება
21 იანვარს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.II ტური 5 თებერვალს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ია სვანიძე:„ეტალონი“ ეს არის ძალიან კარგი საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ბავშვებს საშუალებას აძლევს თავისი ცოდნა და უნარები წარმოაჩინონ. შესაბამისად, „ეტალონის“ ყოველი ეტაპი ბავშვებისათვის მნიშვნელოვანია. მათთვის ეს არის ცხოვრების ნაწილი და მუდმივი საზეიმო განწყობა. „ეტალონის“ სახელი ყოველთვის სასიხარულო მოლოდინს, წარმატებებსა და გამარჯვებებს უკავშირდება.
„ეტალონში“ ჩართულობა ყოველთვის მაღალია. პირველ ეტაპში ჩართული იყო თითქმის ყველა სკოლა. ახლა მუნიციპალურ ტურს ველოდებით, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის „ეტალონის მოსწავლე“ გამოვლინდება“.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი კობა ჯღენტი:„ეტალონი“ ჩვენთან უკვე რამდენიმე წელია ტარდება და წლიდან წლამდე ამ პროექტის მიმართ მოსწავლეებს დიდი მოლოდინი აქვთ. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროექტი წელსაც წარმატებით დაგვირგვინდება.
მე მაქვს კომუნიკაცია კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და ვიცი, რომ ჩემპიონატში ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობა ძალიან დიდი მონდომებით არის ჩართული. იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგი ეტაპიც მაღალორგანიზებულად ჩაივლის, როგორც სჩვევია ამ პროექტის ხელმძღვანელს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მთელს შემოქმედებით ჯგუფს. „ეტალონს“ ყოველ წელს, რაღაც სიურპრიზები ახლავს და ეს მოლოდინი გვაქვს წელსაც“.
კაზრეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ოდიშელიძე:„მოსწავლეთა ჩართულობა იყო კარგი. 33-მა მოსწავლემ 51-ქულიანი ბარიერი გადალახა. მეორე ტურისადმი დიდი მოლოდინები გვაქვს.
„ეტალონი“ არის პროექტი, რომელშიც ჩემი მოსწავლეები ძალიან დიდი მონდომებით ერთვებიან. მოსწავლეები მშობლებთან ერთად არიან ჩართულები. ჩვენ „ეტალონთან“ აქტიური ურთიერთობა გაქვს, რაც ძალიან სასიამოვნოა, რადგან პროექტი პრესტიჟითა და მაღალი რეიტინგით სარგებლობს“.
კაზრეთის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მარიამ ბერია:
„პირველმა ეტაპმა საინტერესოდ ჩაირა. ბავშვებმა ზუსტად იმ დროში დაწერეს ტესტი, რა დროც ჰქონდათ გამოყოფილი. „ეტალონის“ მიმართ ინტერესი დიდი იყო და ახლა აინტერესებთ შემდეგ ეტაპზე რა მოხდება.
67 ბავშვიდან 33-მა ბავშვმა ბარიერი გადალახა, რაც ვფიქრობ, არ არის ცუდი მაჩვენებელი. ბავშვებმა გამოცდილება შეიძინეს და ვფიქრობ, რომ ჩემპიონატში მომავალ წლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან“.
ბოლნისის N3 საჯარო სკოლის დირექტორი მზია დანელია:„ეტალონის“ პირველმა ტურმა აქტიურად ჩაიარა. ახლა რაიონულ ეტაპს ველოდებით. საგანმანათლებლო კუთხით „ეტალონს“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და საინტერესოა, მით უმეტეს რეგიონში დასახლებული ბავშვებისათვის. მოსწავლეები ბევრ სიახლეს ეცნობიან მშობლები და მასწავლებლებიც ძალიან კმაყოფილები ვართ“.
ბოლნისის N3 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ქეთევან ხეცურიანი:„ძალიან მომწონს, „ეტალონი“ და მინდა, რომ ყოველთვის იარსებოს. ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია. ბავშვებს მონაწილეობა ძალიან უხარიათ. პატარა სკოლა ვართ და პირველ ეტაპზე მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები. ჩემპიონატში მაღალი კლასების თითქმის 50% იღებდა მონაწილეობას. იმედი მაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე 4-5 ბავშვი მაინც გადავა ჩვენი სკოლიდან.“
კაზრეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი დინარა პირველი:„პირველმა ეტაპმა კარგად ჩაიარა. ბევრმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. 10-ზე მეტმა ბავშვმა 60 ქულაზე მეტი მიიღო. ყოველ წელს ჩვენი მოსწავლე ათეულში მაინც ხვდება და ახლაც იგივე მოლოდინი გვაქვს.
„ეტალონი“ ძალიან დასაფასებელი პროექტია, რადგან მოსწავლეების დიდი არმია ჰყავს ჩართული და ძალიან დადებითი გავლენა აქვს მათზე“.
კაზრეთის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნანა მაღრაძე:„პირველმა ეტაპმა ძალიან კარგად ჩაიარა. აქტიურობაც მაღალი იყო. შემდეგ ეტაპზე მგონია, 5-6 ბავშვი მაინც უნდა გადავიდეს. მე მგონი, კარგად იასპარეზებენ. ჩვენი გამორჩეული მოსწავლის - მურმან ექიზაშვილის დიდი იმედი გვაქვს. გვაქვს ამბიციები, რომ კარგი შედეგი ექნება და ვნახოთ რას იზამს“.
ბოლნისის N5 საჯარო სკოლის დირექტორი მადონა ლომსაძე:„ეტალონი“ ჩვენ სკოლაში წლებია ტარდება და წელს ბევრად უკეთესი შედეგები გვაქვს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, რომ შედეგებმა წინა წლებთან შედარებით აიწია. მოსწავლეები ხალისითა და მოტივაციით ჩაერთნენ. მოლოდინი გვაქვს, რომ ათეულში მაინც უნდა მოვხვდეთ.
„ეტალონს“ დადებითად ვაფასებ. იგი მოსწავლეების ცოდნას ამოწმებს. მე, როგორც სკოლის დირექტორს, მოსწავლეების უნარებზე წარმოდგენას მიქმნის და მათი წარმატების ერთ-ერთ საზომადაც მივიჩნევ“.
ბოლნისის N5 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნათია დევნოზაშვილი:„პირველმა ეტაპმა კარგად ჩაიარა. ერთი რამე არის თვალშისაცემი - ბავშვებს წლიდან წლამდე უკეთეს შედეგები აქვთ, უფრო მოტივირებულები არიან, რაც სწავლაზე დადებითად აისახება. რადგან პირველი ეტაპი წარმატებით გაიარეს, დიდი ალბათობით მეორე ტურშიც არ უნდა გაგვიჭირდეს.
წინა წლის ტესტები დაარქივებული გვაქვს და სანამ ჩემპიონატი დაიწყება, ვიხსენებთ ხოლმე. ბავშვებთან ერთად ვაანალიზებთ რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება დასჭირდეთ და აქედან გამომდინარე ვმუშაობთ“.
სავანეთის საჯარო სკოლის დირექტორი ინგა მიქალაძე:„წინა წლებთან შედარებით უფრო მეტი აქტიურობა იყო და ვფიქრობ, მეორე ტურში უფრო მეტი გადავა. წელს ბავშვები უფრო მომზადებულები იყვნენ.
„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. პირველივე ტურისთვის ვამზადებდით მოსწავლეებს. ვცდილობთ, რომ ბევრი დავალება მივცეთ და სხვადასხვა საგანში ვამეცადინებთ. მოსწავლეებთან კლასგარეშე ლიტერატურა შეგვაქვს“.
კერძო სკოლის - „დავითიანი-მარინა გორშკოვა“ დირექტორი მარინა გორშკოვა:„მოსწავლეთა აქტივობა 100% იყო. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ისეთი შედეგები აჩვენებს, მეც რომ არ მეგონა. ვნახოთ შემდეგ ეტაპზე რა იქნება.
„ეტალონს“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მიხარია, რომ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება ბევრმა სკოლამ დაიწყო. ძალიან კარგი იქნება ბავშვების ჩანახატების კონკურსიც რომ დაემატოს, რადგან ბევრი ბავშვი წერს“.
კერძო სკოლის „დავითიანი-მარინა გორშკოვა“ „ეტალონის“ პედაგოგი ლელა მარტიაშვილი:„ტესტირებაში 25-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, საკმაოდ აქტიურად. მგონი, ქულებიც კარგი დაიწერა. ბავშვები ამ ტესტირებას ძალიან დიდი შემართებით ელოდებოდნენ. ვნახოთ შემდეგი ეტაპისთვის რა იქნება“.
ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა წაქაძე:„ეტალონის“ პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა, კმაყოფილები ვართ. მოსწავლეების აქტიურობა ძალიან კარგი იყო. მგონია, რომ კარგ შედეგს დადებენ.
„ეტალონი“ ძალიან დიდი მნიშვნელობის ჩემპიონატია. მასში მოსწავლეები ძალიან დიდი ხალისით ერთვებიან. გვინდა, რომ ეს პროექტი დიდხანს გაგრძელდეს“.
ბოლნისის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლია იასაღაშვილი:„ეტალონი“ პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. შარშანდელთან შედარებით წელს უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა მონაწილეობის სურვილი. ბავშვები ძალიან მოტივირებულები იყვნენ და მოსწონთ ეს კონკურსი. ახლა შედეგებს გულისფანცქალით ელოდებიან. ვფიქრობთ, ბარიერს ბევრი გადალახავს და მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას.
ეს პროექტი ძალიან მომწონს, რადგან ერთი კონკრეტული სფეროთი არ არის შემოფარგლული და ზოგად ცოდნას მოითხოვს. ძალიან მასშტაბურია ფორმატიდან გამომდინარე“.