სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლის უკეთ გაცნობაში გვეხმარება“ - გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
23-01-2020
-
+


21 იანვარს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 6 თებერვალს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა:


გარდაბნის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ნინო გვარამაძე:

„როგორც ყოველთვის, წელსაც კარგად ჩაიარა პირველმა ეტაპმა. მე თვითონ ვიყავი ფოლადაანთკარის საჯარო სკოლაში პირველი ტურის მიმდინარეობისას. მიუხედავად იმისა, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლაა, მოსწავლეებმა საკმაო რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა, ორგანიზებულად იყო ყველაფერი. ჩართულობა იყო დიდი, ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს მზარდია, დაინტერესებულები არიან ბავშვები.

„ეტალონის“  სხვებისგან გამოარჩევს ის, რომ დაკავშირებულია იმ საგნებთან, რომელსაც მოსწავლეები გადიან. ძალიან კარგად არის ორგანიზებული, ყველა მოსწავლეს ეძლევა საშუალება, რომ ჩაერთოს ჩემპიონატში, ეს საინტერესოა მათთვის“.

გარდაბნის მერიის წარმომადგენელი თეონა ელიავა:

„როგორც ვიცი წარმატებულად და დიდი ენთუზიაზმით ჩაიარა. ტესტირების პროცესს არ ვესწრებოდი, თუმცა ჩართული ვარ ღონისძიების მომზადების საორგანიზაციო საკითხებში. ტრადიციულად, დიდი სიხარულით ველოდებით „ეტალონს“, რომ გამოვავლინოთ მიმდინარე სასწავლო წლის გარდაბნის გამარჯვებული. ეს ყოველთვის დიდ სიხარულს გვანიჭებს“.

გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორი გურამ ნათენაძე:

„ტესტირებამ კარგად ჩაიარა, ბავშვები მოტივირებულები იყვნენ. ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს „ეტალონის“ პროექტი ყველგან, გვყავს მაღალქულიანებიც. დაახლოებით 80-მა მოსწავლემ გამოთქვა მონაწილეობის სურვილი, 85 ქულიანი მოსწავლეც გვყავს, მადლობა ასეთი კარგი და საინტერესო პროექტის განხორციელებისათვის“.

ეტალონისპედაგოგი ნინო ბაღაშვილი:

„პირველმა ტურმა მოტივირებულად ჩაიარა, მოსწავლეებში დიდი მოტივაციაა და ჩვენც ყოველ წელს ველოდებით ჩემპიონატს. სურვილი გვაქვს, ასე შემართებით გავაგრძელოთ. მოსწავლეები მეორე ტურისთვის ემზადებიან, დამატებით კითხულობენ ლიტერატურას, izrune.ge-ზეც დარეგისტრირებულები არიან, ეცნობიან მასალებს, რა განათლებასაც სკოლაში იღებენ. გარდა ამისა, მეტად ნაკითხი უნდა იყოს ბავშვი და ამ კუთხითაც მეცადინეობენ. დიდი მადლობა ასეთი კარგი პროექტისთვის“.

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ესმა მოსიაშვილი:

„წელს უფრო უკეთესი შედეგები აჩვენეს საშუალო საფეხურის ბავშვებმა. მეტი გამოცდილება ჰქონდათ მაღალი კლასის ბავშვებს. შარშან და შარშანწინაც რომ მიიღეს მონაწილეობა, უფრო მარტივად გაართვეს თავი. მოსწავლეებს მოსწონთ და სურვილს გამოთქვამენ, მონაწილეობდნენ ჩემპიონატში. ისინი მეორე ტურისთვისაც ემზადებიან“.

ეტალონისპედაგოგი ეკატერინე მულაძე:

„ტესტირებაში 30-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, ზედა საფეხურის მოსწავლეებმა გაცილებით უკეთესი შედეგები აჩვენეს.  ალბათ გამოცდილებაც თავის როლს ასრულებს.  ჩვენი კონტიგენტი არაქართულენოვანია, ოცდაათიდან ერთადერთი ქართველი მოსწავლე მონაწილეობდა. ასეთ კონტიგენტის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. იმედია, მეორე ტურში მივიღებთ მონაწილეობას, რამდენიმე მოსწავლემ აჩვენა 51-ზე მეტი ქულა, რომელიც მეორე ტურისთვის საკმარისი იქნება“.

სართიჭალის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ირინა მაისურაძე:

„არაჩვეულებრივად ჩაიარა პირველმა ტურმა. მივესალმები იმ შეფასებას, რაც მიიღეს მოსწავლეებმა, გამოიკვეთა ისეთი მოსწავლეები, ვისგანაც ამდენს არ მოველოდი. ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან კარგია, დადებითად ვაფასებ და ვისურვებდი დიდხანს გაგრძელდეს. ჩვენ „ეტალონი“ მოსწავლის უკეთ გაცნობაში გვეხმარება, გარდა იმისა, რომ ჩვენი წარმოდგენა გვაქვს, ბავშვების სხვადასხვა უნარები უფრო კარგად ვლინდება“.

ეტალონისპედაგოგი ნინო მესხი:

„41-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა პირველ ტურში. მე-11 კლასელებმა კარგად გაართვეს თავი. ვვარაუდობ, მეორე ტურში პირველი სამი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. „ეტალონი“ მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ. პირველი ტურის შემდეგ გავარჩიეთ ტესტები, უკუკავშირი გავაკეთეთ, თავისი შეცდომები ნახეს მოსწავლეებმა, ახლა კი კმაყოფილები და მოტივირებულები არიან მომავალი წლისთვის“.

სართიჭალის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ გარაშვილი:

„მოსწავლეები მოტივირებულები იყვნენ პირველ ტურზე. საკმაო რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა, იმედი გვაქვს, საბოლოოდ, კარგ შედეგს ვაჩვენებთ. მეორე ტურს ვხვდებით კარგი მოლოდინებით. „ეტალონი“ ეხმარება მოსწავლეებს აკადემიური უნარების განვითარებაში, ზოგადად, ურთიერთობებში და ყველანაირად კარგი პროექტია, მივესალმებით.“

ეტალონისპედაგოგი ირმა ჩადუნელი:

„კარგად ჩაიარა ყველაფერმა, მოსწავლეთა რაოდენობა წელს, შარშანდელთან შედარებით, გაიზარდა. შარშან 37 მოსწავლე მონაწილეობდა, წელს - 47. დიდი ინტერესით ელოდნენ ბავშვები, ცდილობდნენ თავისი შედეგი ეჩვენებინათ. საინტერესო კითხვები იყო. ტესტების ნახვას სხვა ბავშვებიც მთხოვდნენ შემდეგ, ვინც ვერ დაესწრო ტესტირებას. გვყავს 80 ქულიანი მოსწავლეც და მეორე ტურს დიდი ინტერესით ველოდებით“.

საცხენისის საჯარო სკოლის დირექტორი ნათია კანდელაკი:

„ეტალონის“ პირველმა ტურმა წარმატებით ჩაიარა, მასში ჩართული იყო მოსწავლეების უმრავლესობა, ისინი  ყოველთვის მონდომებით ერთვებიან პროექტში და ცდილობენ, გადალახონ ბარიერი და მონაწილეობა მიიღონ მეორე ტურში. მოლოდინი მაქვს, რომ კლასიდან გამოიკვეთება ის მოსწავლეები, ვისზეც იმედებს ვამყარებთ, თუმცა მოლოდინს გადააჭარბა იმანაც, რომ ვისაც არ ველოდით, იმან უფრო კარგი შედეგი აჩვენა“.

ეტალონისპედაგოგი ნელი მამუკაშვილი:

„პირველმა ტურმა საინტერესოდ და წარმატებით ჩაიარა. სხვა დანარჩენი კი შედეგებზე აისახება“.

მარტყოფის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ელისაბედ ჩქარეული:

„ძალიან კარგად ჩაიარა პირველმა ტურმა, დახლოებით 25 ბავშვი მონაწილეობდა. ოთხი ბავშვი არის მაღალქულიანი, სავარაუდოდ, ისინი მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას. დაიწერა 83 ქულა, 79 და ა.შ ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი" სჭიროა, იმიტომ რომ ბავშვები ჩართულები და დაინტერესებულები არიან, მთელი წელი მუშაობენ, იძიებენ ინფორმაციებს, მეცადინეობენ ამ დღისთვის და ემზადებიან.“

მარტყოფის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ირინა ქარქუსაშვილი:

„ბავშვები ინტერესით, მოტივაციითა და სიხარულით შეხვდნენ წელს პირველ ტურს, მეტი მსურველი იყო, ვიდრე შარშან. მოსწავლეები ამბობენ, რომ მომავალ წელს უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ჩართულობა დიდია.  მათ გარდა სხვა მოსწავლეებსაც გაუჩნდათ სურვილი. იმედი გვაქვს, გაამართლებენ მოლოდინს და უკეთეს შედეგს აჩვენებენ მეორე ტურში“.

მარტყოფის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლია შოთაძე:

„პირველმა ტურმა კარგად ჩაიარა, ბევრმა მოსწავლემ დააგროვა 50 ქულაზე მეტი, გახარებული ვარ ძალიან. მოსწავლეებს ორი საკლასო ოთახი დავუთმეთ, იმდენმა გამოხატა სურვილი, რომ ერთ საკლასო ოთახში ვერ დავსვით. საკმაოდ მაღალი ქულები დაიწერა და ველოდებით მეორე ტურს.

„ეტალონი“ არის ძალიან მასშტაბური, ბავშვებს ტესტები ინდივიდუალურად ურიგდებათ და ეს მათში ობიექტურობის შეგრძნებას აჩენს. პროექტი ავითარებს ბავშვების სხვადასხვა ტიპის უნარებს, მათ უჩნდებათ მოტივაცია და მოსწავლეების უნარების განვითარებაც ხდება“.

ეტალონისპედაგოგი თამარ კენკაძე:

„პირველმა ტურმა ძალიან კარგად ჩაიარა, 43-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, ტესტირება საინტერესოდ მიმდინარეობდა, შედეგებით კმაყოფილი ვარ, კარგად იმუშავეს ბავშვებმა. უფროსკლასელებმა უფრო სწრფად დაასრულეს ტესტი. უმაღლესი ქულა 78 დაიწერა. ველოდებით მეორე ტურს.

„ეტალონი“ მოტივაციას მატებს ბავშვებს. შარშან, როდესაც მუნიციპალიტეტში ჩატარდა, ჩვენი მე-8 კლასელი მოსწავლე სამეულში მოხვდა. ეს მისი კლასელებისთვის დიდი მოტივაცია იყო. წელს მისი კლასიდან 12 მოსწავლე მონაწილეობდა და უმაღლესი ქულებიც მათ აიღეს.

ეს ჩემპიონატი ამაღლებს მოტივაციას და ცოდნას. მეორე ეტაპზე ვინც გადის, მათთვის ეს დიდი გამოცდილებაა. ჩართულობა არის დიდი. უფროსკლასელებიც აქტიურობენ და ინტერესებიან თავიანთი შედეგებით.“

ეტალონისპედაგოგი მარიამი ტაბლიაშვილი:

„წესების მიხედვით, შევადგინეთ მოსწავლეთა სია, განვსაზღვრეთ დრო, როდის ჩავატარებდით ტესტირებას. ტესტირებამ ჩაიარა ტრადიციულად ობიექტურად. მოსწავლეები ტესტირების დასრულების შემდგომ ძალიან  დაინტერესებულები იყვნენ შედეგებით. წინა წლებთან შედარებით, უფრო მაღალი ქულებიც დაიწერა.“


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილება შევიდა მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში 


საბავშვო ბაღების დაფინანსება 16 მილიონით მცირდება - თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ცნობილია

საქართველოს მასშტაბით დაფინანსდა 14 საგანმანათლებლო დაწესებულების 15 კურსი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

ეს დღე ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის


დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ნათია ბენდელიანმა, I-II კლასებში განახორციელა პროექტი თემაზე - „შემოდგომის ფერები“ 

კონკურსის მიზანი იყო გაეზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და გამოევლინა საუკეთესო მოსწავლე 

სასკოლო საზოგადოება თითოეულ მოსწავლეს, მაწავლებელსა და მშობელს დიდ მადლობას უხდის ასეთი ლამაზი დღისთვის

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება