მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა ბედი ელის იმ პრაქტიკოს პედაგოგებს, ვინც ზაფხულში კომპეტენციას კვლავ ვერ დაადსტურებს? - ეს კითხვა არაერთ მასწავლებელს აწუხებს. Etaloni.ge შეეცადა, პასუხი პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავსირის პერეზიდენტის, მაია კობახიძისგან მიეღო. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ზაფხულში პრაქტიკოსებისთვის, შეიძლება ითქვას, ბოლო შანსი იქნება სკოლაში დარჩენის. თუმცა მაია კობახიძე დარწმუნებულია, რომ ათასობით პედაგოგი დაადასტურებს კომპეტენციას და შეძლებს ზედა საფეხურზე გადასვლას:
- უპირველეს ყოვლისა, მინდა, მოვუწოდო პრაქტიკოს პედაგოგებს, ვინც ვერ დაადასტურა კომპეტენცია, გამოვიდნენ სტრესული მდგომარეობიდან და იზრუნონ გამოცდების დროს დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. ზაფხულში მათ მოუწევთ კომპეტენციების დადასტურება და რადგან მასწავლებლის პროფესია არის რეგულირებადი პროფესია, სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, მასწავლებელს დაუწესოს გამოცდები და სტანდარტი; რაც შეეხება კომპეტენციების დადასტურების პროცესის კიდევ გადადებას, ეს რესურსი უკვე აღარ არსებობს, ამოწურულია; 2010 წლიდან მიმდინარეობს გამოცდები და სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვანაირად განისაზღვრა ვადები.
- ქალბატონო მაია, გამოდის, ვინც კომპეტენციას ზაფხულში ვერ დაადასტურებს, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, დატოვებს სკოლას?
- დიახ, ასეა გადაწყვტილება მიღებული... ვადების გახანრძლივება კი, რაც ახლა მოხდა, მიმაჩნია, რომ იყო დროული, რათა სასწავლო პროცესი არ შეფერხებულიყო და ზოგადად, ამ მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ შანსი, კიდევ ერთხელ გავიდნენ გამოცდაზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
წმიდა ტბელ აბუსერისძის ტაძარში, სადღესასწაულო წირვაზე კი გიმნაზიის 300-მდე მოსწავლე ეზიარა
სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია