სიახლეები
საინტერესო

მასწავლებელმა მოსწავლეებს დაავალა დაეწერათ, რა აწუხებთ - ამ ამბავს ნახევარ მილიონზე მეტი გაზიარება აქვს
07-02-2020
-
+


თითოეულ მასწავლებელს მოსწავლეების გაცნობის მისეული სტრატეგია აქვს, მაგრამ ბევრი ბავშვის შესახებ მხოლოდ ზედაპირული ცოდნით შემოიფარგლება. ამერიკელმა მასწავლებელმა კარენ ლოუმ გადაწყვიტა გაეგო, რა აწუხებდათ მის მოსწავლეებს - მისი ისტორია კი საოცრად პოპულარული გახდა. პოსტი სოციალურ ქსელში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა გააზიარა.

კარენი სკოლაში 20 წელზე მეტია მუშაობს და როგორც თავად წერს, მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი დღე, ახლა იყო. მოსწავლეების გაცნობის დროს (დღეს კარენი მე-7 და მე-8 კლასებში ასწავლის) მან აღსაზრდელებს შესთავაზა აეღოთ ფურცელი და ანონიმურად დაეწერათ საკუთარი შფოთვებისა და შიშების შესახებ, რომლებიც მათ ტკივილს აყენებს. ბავშვებმა ისინი ერთ დიდ ჩანთაში ჩაალაგეს და აურიეს. შემდეგ კი თითოეული ცალ-ცალკე იღებდა ჩანაწერს და ხმამაღლა კითხულობდა. ტექსტის ავტორს შეეძლო თავი გაემხილა ან გაჩუმებულიყო.

„ვწერ რომ მოვყვე, ასეთი აღელვებული არასდროს ვყოფილვარ. იმას რასაც ბავშვები კლასში ყვებოდნენ, ამაღელვა. ნარკოტიკები, მშობლები ციხეში, განქორწინება, სიკვდილი, სიმსივნე, შინაური ცხოველის დაკარგვაც კი. ბევრი ბავშვი, როდესაც ჩანაწერებს კითხულობდა, ტიროდა ... ემოციურად ეს იყი ძალიან მძიმე დღე, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ ბავშვები გარშემომყოფებს აღარ განსჯიან, მეტად შეიყვარებენ და მარტივად აპატიებენ.

ჩანაწერების ჩანთა კარზე დავკიდეთ - როგორც შეხსენება, რომ თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ემოციური ტვირთი. ჩვენ ის კარზე დაკიდებულ ჩანთაში დავტოვეთ. როდესაც იმ დღეს ბავშვებს ვემშვიდობებოდი, შევახსენე, რომ მარტონი არ არიან. როგორი სიტუაციაც არ უნდა იყოს ისინი უყვართ. მათი მასწავლებლობა ჩემთვის დიდი პატივია“.

Today-სთან ინტერვიუში კარენი მოყვა, რომ იდეა მასწავლებელთა ერთ-ერთი ჯგუფში ამოიკითხა და მართალია დარწმუნებული არ იყო როგორ მიიღებდნენ ამას მოსწავლეები მოსინჯვა გადაწყვიტა. 

„ჩემი მშობლები განქორწინდნენ და დედა სამი წელია არ მინახავს“



პრობლემების გაზიარება მან მოსწავლეების სწავლის დაწყებიდან მეექვსე დღეს შესთავაზა. მისი თქმით, მისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ გაეგო, რა აწუხებდათ მოსწავლეებს, არამედ ექცია კლასი ისეთ ადგილად, სადაც თითოეულ ბავშვს ეცოდინებოდა, რომ მასწავლებელს და თანაკლასელებს იგი აინტერესებთ, როგორც პიროვნება. სადაც თითოეულთან საუბრობენ, როგორც პიროვნებასთან, ხოლო განმსაზღვრელ პრინციპად რჩება სიკეთე.

მისი თქმით, იგი გააოცა პატივისცემამ და ტაქტმა, რომლითაც ბავშვები  თავის და სხვის პრობლემებს ახმიანებდნენ და თავად კლასის ატმოსფერომ.

„მამაჩემმა მიატოვა ჩვენი ოჯახი - დედა, მე და ჩემი ძმები, - როდესაც ოთხი წლის ვიყავი“




„განქორწინება, მშობლების ოჯახიდან წასვლა, ახლობლების სიკვდილი - ამის შესახებ ბევრმა მოსწავლემ დაწერა, წერდნენ ბავშვები ნარკოტიკთან პრობლემების გამო, ამასთან ასეთი ჩანაწერების რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო. ამან გამაოგნა“, - აღნიშნავს პედაგოგი.

„იმან, რაც გავაკეთეთ, მთლიანად შეცვალა ჩვენი კლასი და ჩვენ თავად. ბავშვები ერთმანეთს არ აწყვეტინებდნენ. ეს იყო სიტუაცია, სადაც იგრძნობოდა პატივისცემა. ვნანობ, რომ ამას ადრე არ ვაკეთებდი“, - მოჰყავს Today-ს პედაგოგის სიტყვები.

ისტორია კარენმა თავიდან „ფეისბუქზე“ მხოლოდ მეგობრებისთვის აღწერა, მაგრამ რომ დაინახა რამხელა დაინტერესება მოჰყვა პოსტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. ერთ კვირაში იგი ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა გააზიარა.

ლოუს თქმით, მას წერენ მასწავლებლები სხვადასხვა ქვეყნიდან - ჩინეთიდან, პაკისტანიდან, ავსტრალიიდან  - და უნდათ გაიგონ, რას ფიქრობს ის ახლა მის აქციაზე, ეკითხებიან დეტალებზე. „თავიდანვე რომ მცოდნოდა, რომ ჩემი პოსტი ასეთი პოპულარული გახდებოდა, ყველაფერს უფრო დეტალურად აღვწერდი“, - ამბობს ის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება