„ეტალონი“ ბავშვებს სახელმწიფო ენის შესწავლის სტიმულს აძლევს“ - მარნეულში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
21 იანვარს მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.7 თებერვალს გაიმართება II ტური, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.
მარნეულის რესურსცენტრის უფროსი ქენან ომაროვი:„ეტალონის“ ტესტირებაში ტრადიციულად მარნეულის ყველა სკოლა ჩაერთო. მოსწავლეები მთელი წელი დიდი ინტერესით ელოდებიან ამ დღეს - ამოწმებენ თავის ცოდნას და თან ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ შედეგებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტში არაქართულენოვანი სკოლების და მოსწავლეების მაღალი ჩართულობა. მითუმეტეს რომ მათთვის სპეციალური ტესტები გაქვთ შემუშავებული და ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას უქმნის მათ. ახლა ველოდებით შედეგებს და დავიწყებთ მზადებას მეორე ეტაპისათვის, რომელიც ასევე ტრადიციულად ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი დღეა ხოლმე ჩვენი საგანმანათლებლო სექტორისთვის.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მარიამ ტყეშელაშვილი:მარნეულში ტესტირების პირველმა ეტაპმა პოზიტიურ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები ძალიან მოტივირებულები არიან, რომ „ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენაში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენც ველოდებით ამ პროცესს და გვიხარია, რომ ეს პროექტი ჩვენს მუნიციპალიტეტში ასე აქტიურად ტარდება.
ალგეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი აზადა მურადოვა:პირველმა ეტაპმა საინტერესოდ ჩაიარა. ვიმედოვნებთ, მეორე ტური წარმატებული იქნება. დაახლოებით, 60-72 ქულები დააგროვეს მოსწავლეებმა. ძალიან კარგი პროექტია „ეტალონი“. ბავშვებიც და მასწავლებლებიც ყოველთვის მონდომებით ერთვებიან.
ალგეთის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ქეთევან პეტრიაშვილი:შესანიშნავად ჩაიარა ტესტირებამ. კარგი შედეგებიც აქვთ ჩვენს ბავშვებს. მომდევნო ეტაპისთვის აქტიურად ვემზადებით. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია „ეტალონი“. ბევრმა მოსწავლემ არ იცის ქართული ენა, თუმცა სპეციალურად შემუშავებული ტესტების საშუალებით შეძლეს საკუთარი ცოდნის შემოწმება და საკმაოდ მაღალი ქულები აიღეს. მომავალში მათ ენაზეც თუ გაკეთდება ტესტები, კარგი იქნება, თუმცა მესმის, რომ სახელმწიფო ენა აუცილებლად უნდა იცოდნენ.
ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ისმაილოვი:დადებითი ემოციებით ჩაიარა ტესტირების პროცესმა. ძალიან სასარგებლო პროექტია „ეტალონი“. ბავშვები ქართული ენის ცოდნას უფრო იღრმავებენ, მოტივაცია უჩნდებათ, რომ უკეთ იცოდნენ. ამის გამო მადლობლები ვართ პროექტის.
ლეჟბადინის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ფოთოლა ჯაჯანიძე:ძალიან კმაყოფილები ვართ შედეგებით. ბავშვებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები. მონაწილეებმა გადალახეს პირველი ეტაპი. მოლოდინები ძალიან კარგი გვაქვს. გვიხარია, რომ ჩართულები ვართ ამ პროექტში. მოსწავლეებისთვის საჭიროა ასეთი სახის ტესტირებები. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ხასიათის პროექტი, მით უფრო კმაყოფილები დავრჩებით.
ქვემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა პაკელიანი:ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა. ბავშვები ხალისით ჩაერთნენ. ერთ-ორ საუკეთესოს შეარჩევენ მომდევნო ეტაპზე. „ეტალონი“ ძალიან საჭირო პროექტად მიმაჩნია, მუდმივად ხალისით ვერთვებით.
ქვემო სარალის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მინარა კარაკოვა:დიდი ენერგიით მონაწილეობდნენ ბავშვები ტესტირების პირველ ეტაპში. ბევრმა მაღალი ქულებიც მიიღო. ძალიან საჭირო პროექტია „ეტალონი“, მით უმეტეს, ორენოვან სკოლებში, რადგან მათთვის ეს არის სტიმული, კარგად დაეუფლონ ქართულ ენას. ძალიან მომწონს, კარგი შეკითხვები იყო.
წერეთლის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი:ჩვენი სკოლის 3-მა მოსწავლემ 95 ქულა აიღო, რაც, მგონი, კარგი შედეგია. საგნის მასწავლებლები უკვე მუშაობენ ბავშვებთან მომდევნო ეტაპისთვის. ძალიან საჭირო საგანმანათლებლო პროექტია „ეტალონი“. ბავშვები საჭირო ცოდნას იძენენ და კონკურენციას ეჩვევიან. „ეტალონთან“ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ.
წერეთლის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ირმა პეტრიაშვილი:ძალიან პოზიტიურ და კონკურენტულ გარემოში ჩაიარა ტესტირებამ. აქტიურად ჩაერთნენ ბავშვები და მოეწონათ. დაველოდოთ შემდეგ ეტაპს. კარგი მოლოდინები გვაქვს. „ეტალონის“ არსებობა მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. ძალიან საინტერესო და სახალისო პროექტია.
წერაქვის საჯარო სკოლის დირექტორი სალომე მაყაშვილი:ბავშვებმა კარგად გაართვეს თავი. საინტერესოდ ჩაიარა ყველაფერმა. ბავშვებს ძალიან აინტერესებთ და უყვართ „ეტალონი“. აღნიშნეს, რომ კარგი ტესტები იყო. მთელი წელი ელოდებიან „ეტალონს“ და სულ გვეკითხებიან როდის ჩატარდება. დღესაც მკითხეს, როდის გაიმართება შემდეგი ტური. მეც ველოდები. მაინტერესებს, რა იქნება.
წერაქვის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ანასტასია ოქროპირიძე:7-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა ტესტირებაში. ძალიან ობიექტურად ჩატარდა ჩვენთან, როგორც „ეტალონს“ შეესაბამება. ბავშვებმა თავიანთი ცოდნა გამოავლინეს. კმაყოფილები დავრჩით. კარგი პროექტია. ბავშვი ავლენს თავის შესაძლებლობებს. ისიც ძალიან მოგვწონს, რომ კლასების მიხედვით იყო პროგრამა და ყველა კლასმა დაძლია თავისი საფეხური. მომდევნო ეტაპზე აქტიურად ვემზადებით. ყველა მასწავლებელი ჩართულია და თავის საგანში მასალას აწვდის მოსწავლეებს.
მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ხუხუა:34 მოსწავლე მონაწილეობდა პირველ ეტაპზე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ძალიან საინტერესო პროექტია. მოსწავლეები თვითონ გამოთქვამენ მონაწილეობის სურვილს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერი მსგავსი გამოცდილება მომავალში გამოადგებათ. ყველა ელოდება მომდევნო ეტაპს და ცხოვრებაც ეს არ არის, გარკვეული ეტაპების გადალახვა. ჩვენ ყოველ წელს ვმონაწილეობთ ამ პროექტში.
მარნეულის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ხარშილაძე:ორგანიზებულად ჩაიარა ყველაფერმა. ჩემმა მოადგილემ გაუწია კოორდინაცია ტესტირების პროცესს. ბავშვები დაინტერესებულები არიან. მომდევნო ეტაპისთვისაც კარგად მოვემზადებით. ძალიან საჭირო პროექტია და სასარგებლოა ასეთი ტიპის ტესტირებები.
მარნეულის N5 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ირმა კალანდაძე:საინტერესო პროექტია „ეტალონი“ და ბავშვებს მოსწონთ. ნებისმიერი ტესტირება საინტერესო და საჭიროა ბავშვებისთვის. კარგი იქნება, თუ გავიმარჯვებთ. მომდევნო ეტაპისთვის ჯერ ვერ გავაკეთებ პროგნოზს. ვნახოთ, როგორი იქნება რეიტინგები. გვყოლია გამარჯვებული მოსწავლეები „ეტალონში“, როცა ტელევიზიით გადიოდა. დიდი ხანია გვაქვს კავშირი და გვახარებს ეს ფაქტი.
მარნეულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან მერაბიშვილი:ძალიან კმაყოფილები ვართ. დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ პროექტისთვის. ველოდებით მეორე ეტაპს და ვემზადებით. მოლოდინი კარგი გვაქვს და ვნახოთ, გაგვიმართლდება თუ არა. „ეტალონი“ ძალიან მოგვწონს მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც. დადებითად ვაფასებ ამ პროექტს და მის მუშაობას.
მარნეულის N4 საჯარო სკოლის დირექტორი დილარა დარგალი:მიუხედავად იმისა, რომ რუსული სექტორია, სახელმწიფო ენას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ეს ტესტირება ამ კუთხითაც არის საინტერესო, რომ ვამოწმებთ, როგორ ფლობენ მოსწავლეები ქართულ ენას.
მარნეულის N4 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ქეთევან მერაბიშვილი:შესანიშნავად ჩაიარა ტესტირებამ. შედეგებით კმაყოფილები ვართ. ბავშვებმა კარგი ქულები მიიღეს. მეორე ეტაპზე კარგი მოლოდინები გვაქვს. გვყოლია ფინალისტებიც ჩვენი სკოლიდან და წელსაც იმედიანად ვართ. „ეტალონი“ საინტერესო და აუცილებელი პროექტია.
ხოჯორნის საჯარო სკოლის დირექტორი რიმა გარიბიანი:დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაიარა პირველმა ეტაპმა. ვნახოთ, როგორ გამოიჩენენ თავს ჩვენი მოსწავლეები მომდევნო ეტაპზე. დიდი მადლობა „ეტალონის“ ხელმძღვანელებს. ბევრის მომცემია ეს პროექტი.
ხოჯორნის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლალი მარგიანი:მოსწავლეები ძალიან მოტივირებულები იყვნენ პირველ ეტაპზე. დიდი სურვილი აქვთ, რომ მეორე ტურში გადავიდნენ. არაქართულენოვანი სკოლებისთვის აუცილებელი პროექტია. ბავშვებს აქვთ ქართული ენის სწავლის და ინფორმაციის ქართულად მიღების მოტივაცია. სახელმწიფო ენის შესწავლაში დიდი წვლილი შეაქვს.