მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აჭარის 17 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დიდთოვლობის გამო შეწყდა. როგორც etaloni.ge-ს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, გაცდენილი დღე მოსწავლეებს მომდევნო შაბათს აუნაზღაურდებათ.
„ამ წუთის მონაცემებით 17 საჯარო სკოლაში არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი: ეს არის ხულოს 10 და შუახევის 7 საჯარო სკოლა. რეალურად ბავშვები არ გამოცხადდნენ სკოლაში, რადგან მთელი ღამის განმავლობაში თოვდა და უხვი ნალექის გამო ვერ შეძლეს სკოლაში მისვლა.
სწავლა ერთი დღით არის შეწყვეტილი და ეს დღე მომდევნო შაბათს ანაზღაურდება“ - აცხადებენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა