სიახლეები
ინტერვიუ

„მნიშვნელოვანია, ყველამ გაითავისოს - izrune.ge ეროვნული პროექტია, რომელიც ხელს უწყობს მომავალი თაობების განვითრებას“
25-01-2020
-
+


izrune.ge ჩვენი მეგობარია“, - ასეთი წარწერა ამშვენებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის პირველკლასელთა ოთახს და როგორ დამრიგებელმა, ელისო ჯანელიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, მოხარულია, რომ მისი სადამრიგებლო აქტიურადაა ჩართული პროექტში. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის კარი ახლახან შეაღეს, ზედა სიმონეთის I ა კლასის ათივე მოსწავლე უკლებლივ მონაწილეობს ტესტირებაში და შემაჯამებელი ტესტირებისთვისაც დიდი გულმოდგინებით ემზადებიან. 

ყველაფერი კი წლების წინ დაწყებულა, როდესაც ქალბატონ ელისოს პირადად მიუღია ტესტების შედგენაში მონაწილეობა; 

- izrune.ge-ში ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ჩავერთე, როდესაც ზოგადად პროექტი იწყებოდა. თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ქეთევან შეყრილაძის ხელმძღვანელობით, აქტიურად იყო ჩართული და მეც იმ კომისიაში აღმოვჩნდი, რომელიც ტესტების შედგენაში მონაწილეობდა. ექვსი მასწავლებელი აგვარჩიეს კონკურსის მეშვეობით და ქალბატონი ქეთევანის ხელმძღვანელობით, ვადგენდით ტესტებს.

მას შემდეგ იმდენი დრო გავიდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „იზრუნე“ ჩვენი ნაწილი გახდა; განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემი პირველკლასელები ჩავრთე პროექტში. სხვაგვარად წარმოუდგენელიცაა - პროექტი ძალიან რეიტინგული და პოპულარულია ჩვენ მუნიციპალიტეტში. მე კი, როგორც აქტიური მასწავლებელი, მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი მოსწავლეები, რაც მათი განვითრებისთვისაა აუცილებელი, არაფერს გამოაკლდნენ.



- ტესტების შედგენა ალბათ უდიდესი პასუხისმგებლობა იყო თქვენთვის

- რა თქმა უნდა... ჩვენი რესრუსცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი ქეთევან შეყრილაძე აქტიურად იყო ჩართული ჩვენ მუშაობაში და თვალს ადევნებდა თითოეულ ნიუანსს. მე, პირადად, როგორც მასწავლებელი ძალიან გავიზარდე და მოხარული ვარ, რომ  ამ პროექტში საერთოდ მოვხვდი.

- გარდა იმისა, რომ განვითარებას უწყობს ხელს, კიდევ რა დადებითი შედეგების მომტანია izrune.ge მოსწავლეებისთვის?

- მოსწავლე და განსაკუთრებით მშობელი საქმის კურსშია, რას ითხოვს დღევანდელი განათლების სისტემა და ეს ვფიქირობ, სამომავლო განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია;

გარდა ამისა, izrune.ge-ს საშუალებით, მშობელი სწავლობს, როგორ დაეხმაროს შვილს და როგორ იზრუნოს მის განვითარებაზე. სწორედ ასეთი პროექტების დამსახურებით ლაგდება ურთიერთობები ბავშვებსა და მშობლებს შორის, ბავშვთან უფრო ახლოს მივდივართ, ადვილად ვხვდებით, როგორ დავეხმაროთ და რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, მშობელი ხვდება, რა საგანში მოიკოჭლებს ბავშვი, რას უნდა დაუთმონ მეტი ყურადღება და რა მხრივ უნდა განვითარდეს მოსწავლე. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, თავად დამერეგისტრირებინა izrune.ge-ზე მოსწავლეები. მანამდე კი მშობლებთან მქონდა შეხვედრა, დაწვრილებით ავუხსენი პროექტის მნიშვნელობა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ინტერნეტთან წვდომის პრობლემაა, ეს საკითხი დაბრკოლებას ვერ გვიქმნის ჩართულობის მხრივ.  

- ქალბატონო ელისო, როგორც ვიცი, მთელი კლასია პროექტში ჩართული? 

- როდესაც მშობლებს ავუხსენი, რა სარგებლის მომტანი იქნებოდა პროექტი, დაინტერესდნენ და ათი მოსწავლიდან, ათივე მონაწილეობს ტესიტრებაში. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა მოტივაცია აქვთ ჩემს პატარებს, ვცდილობთ, მუდმივად მოვიძიოთ ლიტერატურა, ტექსტები, რომლის ქართული თარგმანიც ვერ ვნახეთ, პირადად გადავუთარგმნე ბავშვებს და ასე ვემზადებით წიგნიერების დღისთვის. თუმცა მანამდე შემაჯამებელი ტესტის დღე გვაქვს და ბავშვებიც უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობენ. ერთად ვკითხულობთ კლასგარეშე ლიტერატურას, შემდეგ ხატავენ, მსჯელობენ... ბოლომდე იაზრებენ წაკითხულს და ვფიქრობ, ეს უდიდესი მიღწევაა.

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, ყველამ გაითავისოს - izrune.ge ეროვნული პროექტია, რომელიც ხელს უწყობს მომავალი თაობების განვითრებას.



- შემაჯამებლი ტესტირება ახსენეთ, როგორ ემზადებით ამ დღისთვის? 

- მოგეხსენებათ, პირველკლასელებს 35-წუთიანი გაკვეთილები აქვთ... ჰოდა, სანამ ტრანსპორტი მოგვაკითხავს, ვცდილობთ, ეს დრო მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენოთ. ბავშვებს დამატებით ვამუშავებ, თუმცა, ბუნებრივია, ამას დოზირებულად ვაკეთებ, რათა არ გადაიღალონ.

წარმოიდგინეთ, როდესაც ვეტყვი ხოლმე - „იზრუნეს“ ტესტებისთვის ვიმუშაოთო, სიხარულით მთანხმდებიან, გულმოდგინედ ეცნობიან კლასგარეშე ლიტერატურას; როდესაც გარკვეულ კითხვაზე პასუხი არ იციან, მზა ინფორმაციას კი არ ვაწვდი, ისე განვიხილავთ საკითხს, ვცდილობ, სწორ პასუხამდე თავად მივიდნენ.

- და რა შედეგს ელით, ქალბატონო ელისო?

- მე, როგორც დამრიგებელი, ჩემი პატარების მუშაობის შედეგს ყოვედღიურად ვხედავ. ისინი ვითარდებიან, საკუთარ თავზე მუშაობენ და ერთადერთი მოლოდინი მაქვს - ამ კუთხით განვაგრძოთ მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ჩემი ბავშვები სუპერკლასის ტიტულს დამსახურებულად მოიპოვებენ, მანამდე კი, ჩაფიქრებული მაქვს, დიპლომები დავუბეჭდო... ვიცი, ეს უდიდესი მოტივაცია იქნება მათთვის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება