სიახლეები
სიახლეები

მორიელს დიდი სიხარული ექნება, მშვილდოსანს კოსმოსი საინტერესო ინფორმაციას უგზავნის - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით სირთულეები?
27-01-2020
-
+


ასტროლოგიურად ახლა რთული პერიოდია და ეს 5 თებერვლამდე გაგრძელდება. ხანძრების, ინტრიგების, ჭორების, მოტყუების და შინაგანი აგრესიის ტენდენცია მოიმატებს.

2 თებერვალი კი საკრალური დღეა და მის საკრალურობას 2-იანები ქმნის. რადგან ეს თარიღი ციფრებში ასე გამოისახება: 02/02 და 2020. გირჩევთ, რომ ეს თქვენს სასიკეთოთ გამოიყენოთ და არ გამოტოვოთ ოცნებების ახდენის შესაძლებლობა. აანთეთ 2 ან 4 სანთელი და ჩაუთქვით სურვილები. მთელი დღე იოცნებეთ და მოიზიდავთ, საჭირო და თქვენთვის სასიხარულო ცვლილებებს.

გაეცანით, ამ კვირის პროგნოზს, ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის:

ვერძი - კარგი პერიოდია პროფესიული და კარიერული წინსვლისთვის. ფინანსური მდგომარეობაც და იმუნიტეტიც შეიძლება გაიუმჯობესოთ. ერთადერთი პრობლემა გაქვთ - დაძაბული ურთიერთობა ხელმძღვანელობასთან, ამიტომ დიპლომატია გამოიჩინეთ.

კურო - თქვენ გრძნობთ, რომ უკვე დაღლილი ხართ. ნუ შეასრულებთ ზედმეტად მძიმე სამუშაოს ან დასვენებისთვის გამოყავით დრო. შემოქმედებით ნიჭის გამოვნელის დროს წარმატების შანსი გაქვთ.

ტყუპი - ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ბევრი იმოგზაურეთ. საუკეთესო დროა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებისთვის. შეგიძლიათ საინტერესო იდეა ჩამოაყალიბოთ და დაფინანსება უცხოელებისგანაც კი მიიღოთ. ეს კვირა გაძლევთ საშუალებას ყოველმხრივ იყოთ წარმატებული, იაქტიურეთ.

კირჩხიბი - ნუ გადაიღლებით, მეტი ურთიერთობა გქონდეთ იუმორთან, ხელოვნებასთან, სასიამოვნო ადამიანებთან. თავი შეიკავეთ ახალი საქმეებისა და სარისკო ქმედებებისგან. ეცადეთ მშვიდად და გადატვირთვის გარეშე გაიაროთ კვირა. 5 თბერვლიდან ​კარგი პერიოდი დაგეწყებათ.

ლომი - ქარიზმატული, აქტიური ხართ, კარგი პერიოდია რომანტიული ურთიერთობის, ქორწინებისთვის. შესაძლოა ახალი სიყვარული გეწვიოთ ან სასიყვარულო პარტნიორისგან საინტერესო ფინანსურ პროექტზე გახვიდეთ. იაქტიურეთ და წარმატება თქვენ მხარეს იქნება.

ქალწული - საქმიანი კუთხით, ფინანსური მდგომარეობისა და იდეების განხორციელებისთვის კარგი დროა. ასევე, საუკეთესო პერიოდია ახალი სამსახურის დაწყებისთვის. 1-3 თებერვალი ითხოვს ყურადღებას, შეიძლება ოჯახის წევრებთან დაგეძაბოთ ურთიერთობა.

სასწორი - ქარიზმა მატულობს, ყველა სახის ურთიერთობისთვის საუკეთესო პერიოდია. ურთულეს მოლაპარაკებებსაც კი ძალიან კარგად გაივლით. ფინანსურადაც კარგი დღეები გექნებათ.

მორიელი - დაალაგებთ ურთიერთობებს და მოიწყობთ კომფორტს. დიდი სიხარული გექნებათ ახლობლებისგან, შეიძლება მიიღოთ კარგი ამბავი, რომელიც გაგახარებთ. სასიამოვნო სიურპრიზების დროა თქვენს ცხოვრებაში.

მშვილდოსანი - ერთ-ერთი საუკეთესო დროა. თქვენი ოპტიმიზმი ორმაგდება. კოსმოსი გიგზავნით საინტერესო ინფორმაციას, რომელიც თქვენი წარმატების გარანტი იქნება.

თხის რქა - ენერგოტონუსი ეცემა, თუმცა ფინანსური კუთხით მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ. საქმიანი კუთხით კარგი დროა, თუმცა მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ეცადეთ არ გადაიღალოთ.

მერწყული - ეხლა თქვენი დროა. თუ რამე იდეა ან გეგმა გაქვთ, ყველაფერი ახალ შეგიძლიათ განახორციელოთ. მთავარია  სულსწრაფობას და ზედემეტ ემოციურობას მიაქციეთ ყურადღება, ამან შეიძლება შეცდომა დაგაშვებინოთ. თქვენი ახალი წელი ახლა იწყება.

თევზები - 28 იანვარს გამოვა შავი მთვარე თქვენი ნიშნიდან და დასრულდება 9 თვიანი ტანჯვა, თუმცა, ამის მიუხედავად, 15 თებერვლამდე მაინც ყურადღებით იყავით. ენერგოტონუსი ყველაზე დაბალი ახლა გაქვთ, სარისკო მოქმედებებს მოერიდეთ, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. დეპრესიულ და ცუდ აზრებს არ აჰყვეთ. გახსოვდეთ, თქვენი ფარული მტრები აქტიურდებიან.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა

პედაგოგებს ვადა 11 თებერვლამდე აქვთ - რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ მასწავლებლის სახლში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია

 ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება