მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლების უფასო მომზადების პროგრამა „მასწავლებელთა ეროვნული სკოლა“ მიღებას 2020 წელსაც გამოაცხადებს. ამის შესახებ etaloni.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში განუცხადეს.
როგორც მასწავლებლის სახლში ამბობენ, პირველ ეტაპზე, კურსის გავლის შემდეგ, 2019 წლის ბოლოს სკოლებში 50 ისეთი პირი დასაქმდა, რომლებსაც პედაგოგიური გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა.
„მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში“ თავდაპირველად გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე ჩაირიცხა 1 758 მსმენელი. ეს იყო სხვადასხვა საგნობრივი მიმართულების კურსები მათ შორის ფიზიკა-მათემატიკა-ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ისტორია-გეოგრაფია სამოქალაქო განათლების, განათლების დაწყებითი საფეხურის კურსი, რომელიც მოიცავდა ქართულს, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველების კურსს. ასევე იყო სპორტი, ესთეტიური მეცნიერებები: ხელოვნება და მუსიკა და ქართული ენა და ლიტერატურა.
აღსანიშნავია, რომ კურსზე ჩარიცხული იყვნენ, როგორც გარე პირები ანუ ისინი ვისაც არ ჰქონიათ მასწავლებლობის გამოცდილება და ჰქონდათ მხოლოდ ბაკალავრიატის დიპლომი და მოქმედი მასწავლებელები სამიზნე რეგიონებიდან. ეს იყო მაღალმთიანი რეგიონების მცირე კონტიგენტიანი სკოლების მასწავლებლები. ეს მასწავლებლები უკვე დასაქმდნენ სკოლებში და მომიჯნავე საგნებსაც ასწავლიან არამხოლოდ თავიანთ სკოლაში არამედ შესაძლოა მეზობელი სოფლის სკოლაშიც ასწავლიდნენ. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებსაც არ ჰქონდათ პედაგოგიური გამოცდილება და ახლა შევიდნენ სკოლაში, მათი რაოდენობა დღევანდელი მონაცემებით დაახლოებით 50-ია.
რაც შეეხება შემდგომ ეტაპზე, ახლა მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები და 2020 წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ მივიღებთ მასწავლებელთა ეროვნულ სკოლაში ახალ ნაკადს“, - განგვიცხადეს მასწავლებლის სახლში.
etaloni.ge-ს კითხვაზე რამდენად საკმარისია აღნიშნული პროგრამა იმისთვის, რომ მასწავლებელი, რომელიც წლების განმავლობაში ასწავლიდა მათემატიკას უცებ ფიზიკისა და ისტის საგნებიც შეითავსოს, ხომ არ გააუარესებს ეს მიდგომა სწავლის ხარისხს - მასწავლებლის სახლში გვპასუხობენ: „არსებულ მასწავლებლები არიან ისინი, რომლებიც ამ საგანს ასწავლიდნენ და ჩვენ გადავამზადეთ, რათა უფრო პროფესიონალურად შეძლებოდათ საგნის ჩატარება. ეს იყო 100 საათიანი საკონტაქტო კურსი, რომლის ფარგლებში იყო საგნის სწავლებაც, სწავლების მეთოდიკაც და პრაქტიკული კურსიც, ამასთან მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ საგნობრივ ექსპერტებთან. ასე რომ მათ ნამდვილად აქვთ შესაბამისი კომპეტენცია“.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“