სიახლეები
საინტერესო

ცუდი და კარგი ამბავი ახალ ჩინურ კორონავირუსზე, რისი გაგებაც გინდოდათ - რა რეკომენდაციებს გვაძლევს ექიმი კომაროვსკი?
27-01-2020
-
+


რა არის კორონავირუსი? რაში მდგომარეობს მისი საფრთხე? როგორ იკურნება? როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან - ამ ყველაფრის შესახებ პოპულარული უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი საუბრობს. 

რა არის კორონავირუსი

„კორონავირუსი საკმაოდ გავრცელებულია, იწვევს დიდი რაოდენობის დაავადებებს ადამიანსა და სხვა ძუძუმწოვრებში. როგორც წესი, ეს არის მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, რომლებიც მიმდინარეობს როგორც გრიპი, პარაგრიპი, სურდოთი და მაღალი ტემპერატურით. ხანდახან ეს დაავადებები ვლინდება, როგორც ნაწლავური ინფექციები“, -განმარტავს კომაროვსკი.


ახალი კორონავირუსის ყველაზე მთავარი საფრთხე

უკრაინელი ექიმის თქმით, ყველაზე სახიფათო ვირუსის გადაცემის გზებია.

დაავადების აფეთქება ჩინეთის ქალაქ უხანში დაიწყო. როგორც ექიმი აღნიშნავს, ეს კონტინენტური ჩინეთის ყველაზე მსხვილი ქალაქია - 11 მილიონი მოსახლეობით, ქალაქ უხანის აეროპორტი წელიწადში 21-22 მილიონ მგზავრს იღებს. 

„დაავადების პირველი შემთხვევა ამ ქალაქში, თევზის ბაზარში მოხდა. ბაზარში ბევრი მაღაზიაა, სადაც ყიდიან კატებს, ძაღლებს, ღამურებს, მრავალფეროვან ძუძუმწოვრებს, გველებს და სხვა. სწორედ იქ რომელიღაც ცხოველისგან - ძუძუმწოვრისგან და არა თევზისგან, მოხდა პირველი ინფიცირება. და ყველაზე სახიფათო - ესაა ვირუსის გადაცემის გზები“, - ამბობს ექიმი.

„ყოველთვის ძალიან სახიფათოა, როდესაც დაფიქსირებულია ვირუსის გადადება არა ცხოველიდან ადამიანზე, არამედ ადამიანიდან ადამიანზე. ახალი კორონავირუსის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ პირველ ინფიცირებულებს შორის იყვნენ იმ ადამიანების ოჯახის წევრები, რომლებიც ამ ბაზარში მუშაობდნენ. ანუ დამტკიცებულია ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა“, - განმარტავს კომაროვსკი.

მას მაგალითად მოჰყავს ფრინველის გრიპი, როდესაც ადამიანი ფრინველისგან ინფიცირდება, მაგრამ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა.

ცუდი ამბავი

ყველაზე სახიფათო მოცემულ სიტუაციაში - არის, ის, რომ ვირუსი ახალია, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, არის ლეტალური შემთხვევები და დაავადებას არ აქვს სპეციფიკური სიმპტომები.

„ვირუსი ახალია. ანუ არავის დედამიწაზე მასზე იმუნიტეტი არ აქვს. შესაძლოა დაავადდეს ყველა. დამტკიცებულია ადამიანიდან -ადამიანზე გადაცემა. არიან დაღუპულები. პლუს ახლა გრიპის სეზონია, ამ ვირუსს კი არ აქვს არავითარი განსაკუთრებული სიმპტომები“, - აღნიშნავს კომაროვსკი.

ექიმი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის სიმპტომებია - ხველა, სუნთქვის გაძნელება, მაღალი ტეპერატურა, სურდო - იმეორებს მწვავე რესპირატორული ინფექციების სხვა ნიშნებს. ამიტომ მისი დიაგნოსტიკა სპეციალური სინჯების გარეშე შეუძლებელია.

კარგი ამბავი

ვირუსი უკვე გაშიფრული და შესასწავლად გადაცემულია.

„ვირუსი პირველად დეკემბერში გამოვლინდა. უკვე, 13 იანვარს ჩინელმა მეცნიერებმა ვირუსის გენომი სრულად გაშიფრეს და გადასცეს ის მისი შესწავლის ყველა მსურველს, დღეისთვის უკვე ნათელია ვირუსი რას წარმოადგენს და გაჩნდა მისი დიაგნოსტიკის და ვაქცინის შექმნის შესაძლებლობა“,- ამბობს კომაროვსკი

კომაროვსკის რეკომენდაციები

ექიმი კომაროვსკი მოგვიწოდებს პანიკას არ ავყვეთ. 

ახალ დაავადებას მკურნალობენ, როგორც ჩვეულებრივ გრიპს - სიმპტომურად. პრევენციული ღონისძიებები - სანამ არ არსებობს ვაქცინა, ყველა რეკომენდაცია ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი გრიპის შემთხვევაში. 

„საერთაშორისო საზოგადოების მთელი ძალისხმევა მიმართულია კერის აღმოფხვრისკენ შანსი, რომ ჩვენ მას გავუმკლავდებით საკმაოდ დიდია“, - აღნიშნავს ექიმი.

კომაროვსკი გვირჩევს ყურადღება მივაქციოთ ადგილობრივ იმუნიტეტს, დავიცვათ ლორწოვანი გარსები, დავლიოთ ბევრი სითხე, კარგად ვიკვებოთ, სუფთა ჰაერზე ვისეირნოთ ნებისმიერ ამინდში, თავი ავარიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, გრიპის პირველივე სიმპტომების შემთხვევაში სახლში დავრჩეთ, თბილად ჩავიცვათ და ყველაფერი კარგად იქნება. 

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, ჩინეთში კორონავირუსს 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაინფიცირებულთა რიცხვმა 2507 ადამიანს მიაღწია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება